ბაღდათისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ბიუჯეტის ფულით მობილური ტელეფონები უყიდეს
ბაღდათისა და ქუთაისის მერიამ თანამშრომლებისთვის ბიუჯეტის ფულით ჯამში 2 038 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები უყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტმა გაავრცელა.
ბაღდათის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ სამსუნგის ფირმის 784 ლარის ღირებულების ერთი ტელეფონი სახაზინო და აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელისთვის შეიძინეს, რომელსაც, როგორც მერია ირწმუნება, კომპიუტერი არ ჰქონდა და მობილური უკეთესი კომუნუკაციის მისაღწევად შეუძინეს.
"ვინაიდან დისტანციურად ვართ და ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი გვაქვს, ის კი სოფელში ცხოვრობს და არ ჰქონდა ინტერნეტი და თავისი კომპიუტერი, ამიტომ შევუძინეთ. კომუნუკაცია რომ გვქონდეს უკეთესი, ზუმში ჩართვა რომ შეძლებოდა და მუშა პროცესი ყოფილიყო", — ამბობს ბაღდათის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის ხელმძღვანელი ლერი გუმბერიძე.
მისივე მტკიცებით, ბიუჯეტის ფულით შეძენილი ტელეფონი სახელმწიფო საკუთრებაა.
ქუთაისის მერიაში კი განგვიცხადეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა, მიმდინარე წლის ივლისში, შპს უნიკომთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 3 მობილური ტელეფონი შეიძინა, რომელშიც სპეციალური პროგრამაა ჩატვირთული.
''ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის ახალი ბაზის და სპეციალური პროგრამის
შექმნა განაპირობა, რომელიც ამ ტელეფონებში ჩაიტვირთა. სამართალდარღვევის ფაქტზე შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონით სპეციალურ ბაზასთან წვდომა, ავტომობილის მესაკუთრის იდენტიფიცირება და ასევე, სამართალდამრღვევთან SMS-ის გაგზავნა ავტომატურად, რაც გაამარტივებს აღნიშნული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას და რაც მთავარია, მოახდენს დამრღვევის სრულად ინფორმირებას'', — აცხადებს მერია.
ქუთაისის მერიის მტკიცებით, აღნიშნული პროგრამის უხარვეზოდ მუშაობისთვის გარკვეული პარამეტრების მქონე მობილური ტელეფონები იყო საჭირო და ჯამში 1 254 ლარის ოდენობის სამი მობილური ტელეფონი სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძინეს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები