6 წიგნი, რომლის აკრძალვაც აბსურდული მიზეზით მოითხოვეს
წიგნების დაცენზურება, აკრძალვა, დაწვა და სხვა მისთანა არახალი პრაქტიკაა. ეს ხდებოდა ჩვენს ახლო და შორეულ წარსულშიც. მაგალითად, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 213 წელს ჩინეთის იმპერატორმა ცინ შიხუანდმა წიგნებისა და ხელნაწერების უმეტესობა დააწვევინა სამეფოში, რათა თავისი მმართველობა წარსულთან არ შეედარებინათ.
წიგნების აკრძალვასთან დაკავშირებით ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა, არცთუ იშვიათად მკაცრი ცენზურის საბაბი ყოვლად უსაგნო იყო. აი, როგორც, ამ სტატიაში ჩამოთვლილი წიგნების შემთხვევაში.
1. აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი
ამერიკელი მწერლის, ჯუდი ბლუმის, ბევრი საბავშვო წიგნი აკრძალვას შეეწირა. მოზარდობის გამოცდილებაზე ღიად საუბარი, როგორც ჩანს, ბევრს აღიზიანებდა. 70-იან წლებში გამოცემული წიგნი, სახელად აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი გარდატეხის ასაკში მყოფი გოგოს შესახებაა და რადგან ტექსტი მომწიფებასა და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხება, მის აკრძალვას არაერთ სკოლაში ითხოვდნენ; მაგალითად, 1982 წელს, უისკონსინის შტატის ერთ-ერთმა სკოლამ წიგნს "სექსუალურად შეურაცხყმყოფელი და ამორალური" უწოდა.
ბლუმმა ერთხელ გაიხსენა, რომ თავისი შვილების სკოლაშიც გაგზავნა წიგნის სამი ეგზემპლარი, მაგრამ დირექტორმა კაცმა მიიჩნია, რომ ტექსტი "მენსტრუაციაზე საუბრის გამო შეუფერებელი საკითხავი იყო".
სხვათა შორის, ბლუმის ერთ-ერთ წიგნს, Forever-ს, ბრალი დასდეს "მშობლებისთვის დაუმორჩილებლობის" ასახვაშიც.
2. ბუზთა ბატონი
უილიამ გოლდინგის ბრწყინვალე ლიტერატურული კარიერა 1954 წელს გამოცემული სადებიუტო რომანით, ბუზთა ბატონით, დაიწყო; მწერალმა 1983 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო ლიტერატურის დარგში.
თუმცა, რომანი 1960-იან წლებში კრიტიკის ობიექტად იქცა. ბუზთა ბატონი ჯერ კონექტიკუტის რამდენიმე სკოლაში აიკრძალა, მოგვიანებით კი, 1981 წელს, ჩრდილოეთ კაროლინაში სკოლამ მიიჩნია, რომ წიგნით მოზარდები არასწორ გაკვეთილს სწავლობდნენ და რომ ის "დემორალიზებას უწევდა ადამიანს, რადგან მას ცხოველზე მხოლოდ ოდნავ უკეთესად წარმოაჩენდა".
ასევე 1980-იან წლებში, სამხრეთ დაკოტის სკოლის მოსწავლის მშობელმა განაცხადა, რომ "ამ წიგნის წაკითხვა ბავშვებში იწვევს დეპრესიას, სიძულვილსა და სადისტურ ტენდენციებს".
3. ანა ფრანკის დღიური
ნაცისტური რეჟიმის ჩადენილი დანაშაულებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხილი 13 წლის ებრაელი გოგოს, ანა ფრანკის, დღიურია. დღიურს ანა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წერდა, როცა ის და თავისი ოჯახი ამსტერდამში, მამის სამსახურის ოფისის შენობის უკანა ნაწილში იმალებოდნენ. დღიური, რომელშიც ბოლო ჩანაწერი გესტაპოს მიერ დაპატიმრებამდე სამი დღით ადრეა გაკეთებული, ანას გამოსაცემად სურდა.
წიგნი, სახელად ახალგაზრდა გოგოს დღიური თავდაპირველად 1947 წელს დაიბეჭდა და ბევრმა სავალდებულო საკითხავადაც მიიჩნია, როგორც იმ წარსულის მტკიცებულების, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. თუმცა, ბევრი მშობელი საერთოდ წინააღდეგი იყო, რომ თავიანთ შვილებს დღიური წაეკითხათ. განსაკუთრებით კი 50 წლის საიუბილეო განახლებული გამოცემა, რომელშიც ანას გადაწერილი ხელნაწერი და მამამისის ამოკლებული ნაწილებიც შევიდა.
2010 წელს ვირჯინიის შტატის სკოლაში წიგნი მას შემდეგ აიკრძალა, რაც ეს ერთ-ერთმა მშობელმა მოითხოვა. მშობელი მიიჩნევდა, რომ ტექსტში ავტორის "სექსუალური სურვილების გაღვიძება დეტალურად" იყო აღწერილი. მოგვიანებით კი სკოლაში ეს აკრძალვა მოიხსნა, თუმცა, განახლებული გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკაში დარჩა, გაკვეთილებზე კი კვლავ ძველ ვერსიას იყენებდნენ.
კიდევ უფრო აბსურდული მიზეზით წიგნის აკრძალვა ალაბამას სახელმძღვანელოების სახელმწიფო კომიტეტმა მოითხოვა. მათი აზრით, ანა ფრანკის დღიური "ძალიან დამთრგუნველი" იყო.
4. შარლოტის ქსელი
ე. ბ. უაითის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც 1952 წელს გამოიცა, ბევრი ადამიანის ბავშვობის საყვარელი საკითხავია. ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, მასში პრობლემური კუთხე ზოგმა მაინც დაინახა. 2006 წელს, კანზასის სკოლის მშობლებმა განაცხადეს, რომ "ცხოველებთან ლაპარაკი არაბუნებრივი" ქცევა იყო. გარდა ამისა, აკრძალვის მოთხოვნის ახსნისას ისიც კი დასძინეს, რომ "სიცოცხლის დაბლა მდგომი ფორმების ადამიანური შესაძლებლობებით წარმოჩენა მკრეხელობა და ღმერთის უპატივცემულობა" იყო. არადა, ბიბლიის ერთ-ერთ მონაკვეთში, მაგალითად, ვირი ლაპარაკობს.
5. ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი
საკულტო ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი რომანი თავდაპირველად 1884 წელს გამოიცა. ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი, რომელსაც ასევე ბევრი მიიჩნევს სავალდებულო საკითხავად, ხშირად დაუსახელებიათ ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ რომანად, მონათმფლობელობის მავნე პრაქტიკის ამსახველ საუკეთესო ტექსტად და სხვა. თუმცა, რომანი არაერთხელ გამხდარა აკრძალვის სამიზნეც.
უმეტესად, მიზეზად ტექსტში "რასობრივი ნიშნით გულგრილობასა და გამოყენებულ ენას" ასახელებენ. თუმცა, შეუფერებელი ენა სულაც არაა ის, რამაც 1905 წელს ბრუკლინის საჯარო სკოლა აღაშფოთა. მათი აზრით, "ჰაკს არა მხოლოდ ექავებოდა ტანი, ნაფხანი ადგილებიც ჰქონდა და იქ, სადაც ოფლი თქვა, პერსპირაცია უნდა ეთქვა".
6. ჰარი პოტერი
საკულტო წიგნებისგან განსხვავებით, უკვე კლასიკად ქცეული, თუმცა, მაინც ახალი ჰარი პოტერის გარშემო შექმნილი ხმაური დღესაც ბევრს ახსოვს. მწვავე კრიტიკის ქარცეცხლმა მოიცვა მთელი მსოფლიო, მოტივი კი უმეტესად რელიგიური იყო. წიგნების ლეგენდარულ სერიას "ჯადოქრობის პროპაგანდასა" და "ოკულტისტური და სატანისტური" თემების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ წიგნები ზოგან დაწვეს, ბევრგან კი სკოლის ბიბლიოთეკებიდან გამოიტანეს.
პოტერიადის წინააღდეგ გალაშქრება ახსოვთ საქართველოშიც. პირველი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემიდან მალევე, 2003 წელს, ერთ-ერთ რელიგიურ ჟურნალში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ რომანი "ბნელეთს აიდეალებდა" და "მოზარდს ეშმაკისეული გზის ორი მიმართულების: გაცხადებული ბოროტებისა და შელამაზებული ბოროტების — შავი და თეთრი მაგიის არჩევანის წინაშე" აყენებდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები