ქართული ოცნების სახეები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები იყვნენ
თითქმის 10 წელია, რაც ქართული ოცნების ლიდერები ნაციონალური მოძრაობის "სისხლიან ცხრა წელზე" გვესაუბრებიან და წინა ხელისუფლებას "დამნაშავე ძალად" მოიხსენიებენ. ამ 10 წლიდან 9 წელია თავად არიან ხელისუფლებაში და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი პოლიტიკა მეტწილად ენმ-ის კრიტიკაზეა დაშენებული.
მართალია, მმართველი პარტია საკუთარ მთავარ ღირსებად ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებულობას წამოაჩენს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების არაერთი მოქმედი და ყოფილი წარმომადგენელი წარსულში ენმ-ის მხარდამჭერი იყო.
On.ge-მ შეისწავლა წარსულში ნაციონალური მოძრაობის შემომწირველების სია, რომელშიც ქართული ოცნების ჩინოვნიკების სახელებიც აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს თანხა ჩარიცხული აქვს 2012 წელს, არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებამდე რამდენიმე თვით ადრე.
აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნების ყოფილმა პრემიერმინიტრმა, მამუკა ბახტაძემ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის აგვისტოში 20 000 ლარი შესწირა. მან პრემიერმინისტრად მუშაობის პერიოდში ამ საკითხზე განმარტება გააკეთა და თქვა, რომ შემოწირულობის განხორციელებისას მისი პირადი ფიზიკური ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული. ბახტაძე პრემიერმინისტრის თანამდებობას 2018-2019 წლებში იკავებდა.
ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებს შორის იძებნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრის, ნათია თურნავას სახელიც. მან ენმ-ს 2012 წლის პირველ აგვისტოს 35 000 ლარი შესწირა. როგორც თურნავას ბიოგრაფიაშია მითითებული, ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაღალ თანამდებობესაც იკავებდა: 2000-2005 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე პრეზიდენთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო ამ თანამდებობის დატოვებიდან 2006 წლამდე კვლავ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2000-2006 წლებში ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას თურნავა, სხვებთან ერთად, ვანო ჩხარტიშვილისა და კახა ბენდუქიძის მოადგილეც იყო.
ენმ-ის შემომწირველებს შორის ფიქსირდება პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ბექა ოდიშარიაც, რომელმაც 2012 წლის ივნისში ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შესწირა. ბექა ოდიშარია პარლამენტში ქართულ ოცნებას წარმოადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ოდიშარიას სხვადასხვა დროს კიდევ ორი შემოწირულობა აქვს გაკეთებული: 2016 წელს 40 000 ლარი ქართული ოცნების სასარგებლოდ, ხოლო 2018 წელს 60 000 ლარი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის.
2012 წლის სექტემბერში 7 000 ლარი შესწირა ენმ-ს დავით სონღულაშვილმა, რომელიც ახლა ქართული ოცნების დეპუტატია. სონღულაშვილი პარლამენტში გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარიტარულ ოლქს წარმოადგენს. ის ამ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია.
ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებს შორის არის ქართული ოცნების მთავრობის კულტურის ყოფილი მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც, რომელმაც ენმ-ს 2012 წლის აგვისტოში 5 000 ლარი შესწირა. გიორგაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2014-2018 წლებში მუშაობდა (2017 წელს უწყება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდ გადაკეთდა). 2018-2019 წლებში კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მიადგილის პოსტს იკავებდა.
ავთანდილ გულიკაშვილს, რომელიც ახლა ქართული ოცნების მხრიდან საგარეჯოს მერობისთვის იბრძვის, 2012 წლის ივლისში ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის 18 000 ლარი აქვს ჩარიცხული. გულიკაშვილის შემდეგი შემოწირულობა ქართული ოცნების სასარგებლოდ ფიქსირდება — მან 2017 წელს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი და 60 000 ლარი ჩაურიცხა.
ანზორ ბოლქვაძე 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ის პარლამენტში 2016 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 2016 წლიდან ქართულ ოცნებას წარმოადგენს. როგორც აუდიტის სამასახურის მონაცემებიდან ირკვევა, 2012 წლის ივლისში ბოლქვაძემ ნაციონალურ მოძრაობას 6 500 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს ქართული ოცნების სასარგებლოდ 10 000 ლარი გადარიცხა.
მსგავსად ანზორ ბოლქვაძისა, გოჩა ენუქიძეც პარლამენტის იმ მაჟორიტარების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც 2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობის რიგებში ირიცხებოდნენ, ხოლო 2016 წლიდან ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ენუქიძემ 2012 წელს 60 000 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას. ამის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ენუქიძეს ჯამში 210 000 ლარი აქვს გადარიცხული.
ქართული ოცნების კიდევ ერთი ჩინოვნიკი, რომელიც წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილია. მან 2012 წლის ივლისში ენმ-ის სასარგებლოდ 40 000 ლარი გადარიცხა. ხანიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მას გამოცდილება სხვადასხვა საჯარო უწყებაში აქვს მიღებული.
პარტიების შემოწირულობების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. ეს თემა განსაკუთრებულ აქტუალობას წინასაარჩევნოდ იძენს ხოლმე. როგორც წესი, შემოწირულობების რაოდენობა ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ჭარბობს. უცნობია, კონკრეტულად რა მოტივაციით შესწირეს თანხები ქართული ოცნების სახეებმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა ერთი რამ ცხადია — ამას მათთვის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში ხელი არ შეუშლია.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები