ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, კახეთის გზატკეცილზე, 13 ივლისს ქალთა მკვლელობები გააპროტესტეს ლოზუნგით - პოლიცია, გამოფხიზლდი!

აქციის მონაწილეებს ბანერები ეჭირათ წარწერით: "ქალი არ არის ყურმოჭრილი მონა", "შეაჩერეთ ფემიციდი, "ცოლი თუ ყურმოჭრილი მონა?" "პოლიციის გულგრილობა კლავს", დასაჯეთ გულგრილი პოლიციელები", ეს სტატისტიკა არ არის, ეს ტრაგედიაა".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის ორგანიზატორი ბაია პატარაია აცხადებს, რომ შსს-მ სპეციალური ქვედანაყოფი უნდა შექმნას, რომელიც პირდაპირ იმუშავებს ქალთა მიმართ ძალადობაზე, ოჯახში ძალადობაზე და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე:

"ამ განყოფილებაში აკუმულირდება მთელი ცოდნა და გამოცდილება, ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს და რომელიც ეფექტურად მართავს შსს-ს მუშაობას ამ მიმართულებით. ჯერჯერობით მინისტრი ძალიან ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას."

მისივე თქმით, უნდა შეწყდეს დაზარალებულისთვის ხელწერილების ჩამორთმევა და აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციას ესწრებოდნენ ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანის, ანა სუბელიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედო და გულგრილია, მიუხედავად იმისა, რომ ქალების ცნობიერება და მიმართვიანობა გაიზარდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პროტესტი იმ მკვლელობის გამოხმაურება იყო, რომელიც გუშინ, 12 ივლისის ღამეს მოხდა.

ყელში დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად 20 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა ახალგაზრდა მამაკაცი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.