თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფორმატს, სადაც 16 ადამიანი გამოთქვამს თავის აზრს, დებატი არ შეიძლება დაერქვას. ასე გამოეხმაურა ის მერობის კიდევ ერთი კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც გახარიას მიწვევას პირისპირ დებატებში უარით უპასუხა.

"მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, რა თქმა უნდა, მაგრამ, ფორმატს, სადაც 16 ადამიანი გამოთქვამს თავის აზრს, დებატი არ შეიძლება რომ დაერქვას. ეს არის პაროდია დებატზე. თუ ვინმეს უნდა ეს გასასვლელი იპოვოს, რომ ამას დაარქვას დებატი, ეს მისი ნებაა, მაგრამ, ჯობია ვაჟკაცურად თქვა, რომ არ მინდა დებატები და არ თქვა, რომ მე დებატებში მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ, ყველასთან", — განაცხადა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის ეთერში.

გახარიას თქმით, არასერიოზულია დებატი დაარქვა ფორმატს, სადაც 16 ადამიანს მხოლოდ რამდენიმე წუთით ეძლევა სიტყვა. მისი თქმით, ეს არის თბილისელების მოტყუება და უპატივცემულობა.

დღეს, გიორგი გახარიამ კახა კალაძე დებატებში უკვე მეორედ გამოიწვია. კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია არაფრით გამოირჩევა თბილისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა დანარჩენ კანდიდატთან ერთად იდებატოს.

გაიგე მეტი: