ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყოს
უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე გავრცელებულ მასალებზე ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს და დაკითხონ ის, როგორც ჩანაწერებში მოხსენიებული ერთ-ერთი პირი, რომელიც მასსა და მეუფე თეოდორეს შორის სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. მისივე თქმით, ფაქტები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენასა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას მასობრივად აწარმოებენ.
"მოვითხოვ პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ დამკითხონ დანაშაულის უტყუარ ფაქტზე — ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.
მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შსს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას", — ამბობს ხაზარაძე.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ და ტოტალურად მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და დანერგა.
"ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება. ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს — მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს ქართული ოცნების ხელისუფლება", — აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, "ამ შემთხვევაში ისინი არამარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში და ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ".
ის, ასევე, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასგან მოითხოვს მისი მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით უსმენდა მას, მეუფე თეოდორესა და კიდევ ათასობით მოქალაქეს.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები