ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით, 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა გაიმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის
მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

John Cabot University (JCU) გახლავთ კერძო ამერიკული Liberal Arts უნივერსიტეტი
რომში. უნივერსიტეტი 1972 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის სახელწოდება იტალიელი
მეცნიერიდან, ჯიოვანნი კაბოტოდან მომდინარეობს, რომელმაც იტალიურ განათლების
სისტემას ამერიკული იერსახე შესძინა და გაამრავალფეროვანა.

ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს
სრულიად ინგლისურ ენაზე სთავაზობს. უნივერსიტეტი ყოველ წლიურად 700 - მდე
საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს. ის სტუდენტებს იტალიაში ინგლისურ ენოვან
უძლიერეს პროგრამებს სთავაზობს პოლიტიკისა, ინგლისური ლიტერატურისა და
ბიზნეს ადმინისტირების მიმართულებით.

სწავლის საფასური წლიურად 19 000 ევროდან 24 000 ევრომდე მერყეობს.
საერთაშორისო სტუდენტებს ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი დაფინანსების
საშუალებებსაც სთავაზობს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს
განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან
17:00 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/