წულუკიანი ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს გახარიას პარტიის მისამართითაც სვამს
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მისამართითაც სვამს. მან ალექსანდრე ხოჯევანიშვილს "მეტრუპე" უწოდა, გახარიას კი — ავანტიურისტი.
"როდესაც ხარ ხელისუფლებაში მრავალი თვე და მრავალი წელი, მსახურობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როდესაც შენი თანაგუნდელი სუს-ის უფროსის მოადგილე და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს. ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს. როდესაც თქვენი ყველას ხელმძღვანელია ბატონი გახარია და ჩემიც მათ შორის იმ დროს და მე რომ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს", — თქვა წულუკიანმა იმედის ეთერში.
მისივე თქმით, მან არაფერი იცის, უბრალოდ სვამს კითხვებს, რომლებიც ლეგიტიმური ჰგონია.
"როდესაც შენ სუს-ში მსახურობდი, როდესაც შენი თანაგუნდელი და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ვგულისხმობ, ხოჯევანიშვილს, დავგუგლოთ, გუგლი ახლა მოდაშია და ვანო მერაბიშვილს უდგას გვერდით, რომელიც ავალებს ორი ტრუპი მომიყვანეო. ეს მეტრუპეები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენი გუნდის წევრები რომ იყვნენ, მე ეს არ მიკრძალავს დავსვა კონკრეტული კითხვები", — დასძენს ყოფილი იუსტიციის მინისტრი.
მან, ასევე, თქვა, რომ თებერვლის შემდეგ გახარია ავანტიურით არის დაკავებული.
"არის კითხვები, როდესაც გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მაშინ სად იყო ხოჯევანიშვილი. ვინ იყო გახარია. გახარია რომ ვიცე-პრემიერი, ჩვენი ყველას და ძალოვანი სტრუქტურების კურატორი იყო. დღეს ეს ხალხი, რომ რაღაცას კეკლუცობს".
წულუკიანი, აგრეთვე, ამბობს, რომ ის გახარიას მინიმუმ ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალების მისაცემად ჰყავს დაბარებული, რომლის შესრულებაზეც, როგორც წულუკიანი ამბობს უარი უთქვამს. წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა დავალებები ჰქონდა მასთან ყოფილ პრემიერმინისტრს.
პარტიას საქართველოსთვის წევრების მისამართით გამოთქმულ კრიტიკასა და ბრალდებას პალიტრანიუსში გახარიას გუნდის ერთ-ერთი წევრი კახაბერ ქემოკლიძე გამოეხმაურა. ქემოკლიძის თქმით, "პირი გამოირეცხონ, როდესაც მათ გვარებს ახსენებენ". მისი შეფასებით, ეს გადაბრალების მცდელობაა.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები