სუს-ის მოვალეობაა უსმინოს, ხმას ისევ ქართულ ოცნებას მივცემ — არქიმანდრიტი ბართლომე
არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა, რომ უსმენდნენ. მათ შორის წინა ხელისუფლების დროიდან, თუმცა მის გასაჯაროებას არ აპირებს. მისივე თქმით, სუს-ის მოვალეობაა უსმინოს და ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ და მე რასაც ვამბობ ტელეფონში, იმას ვამბობ ხმამაღლა. [...] არ მინდა ახლა ვთქვა, თორემ ვიცი, ვინ მისმენდა ნაციონალების დროს და ის დღესაც არის ამ სამსახურში და მგონი, მას არ შეუწყვეტია ამის გაკეთება. [...] ეს ჩემთვის ცნობილია და არასოდეს მიფიქრია, რომ არ მისმენდნენ. [...] ეს არ არის ჩემი მოვალეობა, რომ ვიღაცას ცხოვრება დავუნგრიო" — ამბობს ფირცხალაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.
ის, ასევე, აცხადებს, რომ არჩევნებზე კვლავ ქართულ ოცნებას დაუჭერს მხარს, რათა "მომსმენი ხალხის გადმონაშთმა" სისტემა საბოლოოდ დატოვოს.
"სუს-ის მოვალეობაა უსმინოს და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და არა უსმინოს კონკრეტულ ადამიანებს, თუმცაღა, ალბათ, შეიძლება გვისმენენ და მე ახლოს ვარ იმ აზრთან, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. თუ ვინმეს დააინტერესებს, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვის ვაძლევ ხმას, გეტყვით, რომ ისევ ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ ეს გადმონაშთი მომსმენი ხალხისა საბოლოოდ აღმოიფხვრას ამ სისტემიდან", — აცხადებს ფირცხალაშვილი.
არქიმანდრიტი ივანიშვილთან დიალოგს ადასტურებს, თუმცა, ერთადერთი რასაც ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს, არის ის, რომ საუბარი ეხებოდა არა პატრიარქის გადაყენებას, არამედ მისი ცუდად ყოფნის გამო, განიხილავდნენ, მის შემდგომ კათალიკოს-პატრიარქსაც როგორ უნდა გაეერთიანებინა "სამშობლოს იდეა", როგორც ამას ილია მეორე აკეთებდა. ფირცხალაშვილის თქმით, უშუალოდ შემცვლელზე საუბარი არ ყოფილა.
იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, მეუფე იაკობს ივანიშვილმა ფოსტალიონი უწოდა, არქიმანდრიტი ამბობს, რომ სიტყვა ალბათ დამახინჯებულია, თუმცა, განმარტავს იმასაც, რომ მეუფე იაკობი თავიდან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შუამავალი იყო.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები