როგორ შეუძლია ენერგოეფექტურ სახლს უკეთესი მომავლის შექმნა თქვენთვის
ელექტროენერგია და გაზი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ძვირდება. შესაბამისად, ბევრი ადამიანის საზრუნავად იქცა, თუ როგორ გავხადოთ უკვე აშენებული სახლი ენერგოეფექტური, ან — როგორ ავაშენოთ ენერგოეფექტური სახლი.
თბოიზოლაცია საჭიროა როგორც თბილი, ისე მკაცრი კლიმატის პირობებში — თავი უნდა დავიცვათ როგორც სიცხისგან, ისე სიცივისგან.
წარმოებული სითბოს დანაკარგი ძველ კორპუსებში 30-40 პროცენტს შეადგენს. ტრადიციული სამშენებლო მასალები ვერ ინარჩუნებს სითბოს. სწორედ ამიტომ, დგება თბოიზოლაციის აუცილებლობა.
თბოიზოლაციის დანიშნულებაა შექმნას შენობაში კომფორტული მიკროკლიმატი, შეამციროს სითბოს დანაკარგი და შეზღუდოს ზედმეტი სიცხის შემოსვლა გარედან.
თუმცა, თბოიზოლაციას დადებითი გვერდითი ეფექტიც აქვს — ის ხმასაც ახშობს და შენობაში, სადაც ეს მასალაა გამოყენებული, გარედან ნაკლებად აღწევს ზედმეტი ხმაური. ეს კი შენობას საცხოვრებლად უფრო მყუდროსა და კომფორტულს ხდის.
თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად კედლებსა და ჭერზე სხვადასხვა მასალა გამოიყენება. ასევე, განსხვავებული მასალები გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის მხრიდან.
თბოსაიზოლაციო მასალების შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის გამძლეობასა და ეფექტიანობას. ეს ისეთი მასალაა, რომელიც ათწლეულები უნდა ემსახუროს შენობას.
IZOCAM სამშენებლო მასალების ამ სეგმენტში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია და პროდუქციის ფართო არჩევანით არის წარმოდგენილი სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ ნოვაში. აქ ნახავთ, როგორც ტიხრის მინაბამბებსა და ქვაბამბებს, ისე ჭერის დასათბუნებელ თბოსაიზოლაციო პანელებს, რულონებს, მათ შორის, ფოლგით და ფოლგის გარეშე. არჩევანი კი მართლაც დიდია.
ყველაფერს ყველგან ვერ გამოიყენებთ — მასალების ნაირსახეობა იმიტომ არსებობს, რომ მათ სპეციფიკური დანიშნულება აქვს. მაგალითად, დაუშვებელია ფასადის თბოიზოლაციის ინტერიერში გამოყენება და პირიქით. ამიტომ, თუ თქვენ თავად აპირებთ საჭირო მასალის შერჩევასა და შეძენას, ნოვას კონსულტანტები ყველა აუცილებელ რჩევას მოგცემენ და ზუსტად იმ მასალას შეგარჩევინებენ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს იდეალურად შეესაბამება.
გარდა თბოიზოლაციისა, აქვე შეგიძლიათ ხმის საიზოლაციო მასალებიც შეიძინოთ.
ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის მხოლოდ კედლებისა და ჭერის დათბუნება. გათბობის ხარჯების შემცირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მილების იზოლაციას. გათბობის მილები, რაც უნდა მაღალი ხარისხის პლასტიკატისგან იყოს დამზადებული, მაინც ცხელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიატორში მოხვედრამდე გზაში წყალი გარკვეულ ტემპერატურას დაკარგავს. მართალია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ფიზიკის ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომ სამყაროში ენერგია არ იკარგება, მაგრამ ჩვენ ხომ გათბობის ქვაბსა და სისტემას სამყაროს გასათბობად არ ვყიდულობთ — მას სახლში ვამონტაჟებთ.
შესაბამისად, გათბობის მილების დამონტაჟებამდე აუცილებელია მათი შეფუთვა სპეციალური საიზოლაციო მასალებით, რომლებიც ნოვაში ასევე IZOCAM-ის სახელით არის წარმოდგენილი და ხანგრძლივი მომსახურების ყველა მახასიათებელი და თვისება აქვს.
თუ ჯერ არ მიგიქცევიათ ყურადღება თქვენი სახლის ენერგოეფექტურობისადმი, საფუძვლიანად შეაფასეთ, რამდენად წამგებიანია გათბობასა და გაგრილებაში გაწეული დანახარჯების 30-40 პროცენტის ჰაერში გაფანტვა. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა უკეთეს, ეკონომიურ მომავალზე — თბოიზოლაციაში გაწეული დანახარჯების ანაზღაურება ხომ დანაზოგს შეუძლია.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები