როგორ ქალაქში ცხოვრებას გვთავაზობს ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი
ძალიან ხშირად, კითხვაზე, როგორი მმართველები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, პასუხად ახალი სახეები და პროფესიონალი ადამიანები სახელდება; ადამიანები, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ხედვა, თუ როგორ უნდა შეცვალოს გარემო და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი უკეთესობისკენ, გადამწყვეტია არჩევანის გაკეთებისას.
ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი სწორედ საზოგადოების ამ მოლოდინებს და სურვილებს პასუხობს. ის ამომრჩეველს მათივე თანამონაწილეობით და პროფესიონალი სპეციალისტების ჩართულობით ისეთი ქალაქის შექმნას სთავაზობს, სადაც თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული, სადაც ჯანსაღი, მწვანე გარემოს შექმნა და განვითარება მუდმივი საზრუნავი იქნება და არასდროს დაავიწყდებათ, რომ ადამიანები, მათი სურვილები და საჭიროებები, ქალაქის განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილია.
ანა ბიბილაშვილი, პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტია. ის მრავალი წელია მუშაობს ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, არის არაერთი საინტერესო პროექტისა და ინიციატივის ავტორი, ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი და ქაოტური, საფრთხისშემცველი მშენებლობების მოწინააღმდეგე.
ანას ხედვა და თბილისის გრძელვადიანი განვითარების გეგმა ეფუძნება ცოდნას, დაკვირვებას, მრავალწლიან გამოცდილებას. ის ქალაქის თითოეულ ბინადარს სთავაზობს გზას, რომლის საშუალებითაც თბილისის მოქალაქეები პოზიტიურ ცვლილებას ძალიან მალე იგრძნობენ.
თანმიმდევრული და გააზრებული განვითარება თბილისს გადააქცევს თანამედროვე, ევროპულ ქალაქად — ადგილად, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას და დაცულ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.
"ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს, იცავდეს გარემოს, ცხოველებს, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის", — ამბობს ანა ბიბილაშვილი და ამ სურვილების ქმედით ნაბიჯებად გარდასახვისთვის, ლელოს გუნდთან ერთად, მოქალაქეებს სთავაზობს ქალაქის განვითარების გეგმას — ცხრა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას თბილისისთვის.
ხედვის პირველ ნაბიჯად "ქალაქი ქალაქში" მოიაზრება — 21-ე საუკუნის თბილისის განვითარების ახალი მიდგომა, რომელიც მოიცავს 5 ქალაქის კონცეფციას და აერთიანებს სივრცეებს, რომელთა არცთუ სიმბოლურად ეწოდებათ "საქმიანი ქალაქი", "კინო ქალაქი", "სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქი", "განათლებისა და ინოვაციის ქალაქი" და "სამედიცინო ქალაქი".
მეორე ნაბიჯია მზრუნველი და სამართლიანი თბილისისთვის — არც ერთი უსახლკარო და მშიერი ბავშვი ქალაქში, არც ერთი სოციალურად დაუცველი ხანდაზმული უახლოეს ოთხ წელიწადში. უფასო და შეღავათიანი მედიკამენტების მიწოდების სპეციალური პროგრამა თბილისის მოქალაქეებისთვის. ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა.
მესამე ნაბიჯი უსაფრთხო და სუფთა ქალაქია — დაცული ქუჩები, სწრაფი რეაგირების სისტემა და განგაშის ღილაკები, 24 საათიანი მონიტორინგი თბილისელების უსაფრთხოებისთვის. ნარჩენების გადამუშავება — დახარისხების და სეპარაციის წახალისება.
მეოთხე ნაბიჯი მწვანე ქალაქია — 100 ჰექტარი 3 ახალი პარკისთვის — თბილისის ახალი ფილტვები, გრანდ პარკი, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე. თბილისის "ჰაი ლაინი" — სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა და თბილისის მწვანე ბირთვი (ზოოპარკი, მზიური, იპოდრომი) — ახალი სუნთქვა დედაქალაქის მცხოვრებთათვის და სტუმრებისთვის.
- სუფთა მტკვარი და ჰაერის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
- საწარმო სიმძლავრეების გატანა ქალაქიდან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე;
- არაერთი სივრცის სამშენებლო, ეკოლოგიაზე უარყოფითად მოქმედი, საფრთხის შემცველი ნარჩენებისაგან გათავისუფლება.
საქმიანი თბილისი — ეს გეგმის მეხუთე ნაბიჯია — რეგიონის საინვესტიციო და დასაქმების ცენტრი. თბილისის ბიუჯეტის გასამმაგება — 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა. 100 000 სამუშაო ადგილი 4 წლის განმავლობაში. სტარტაპების მხარდაჭერის სპეციალური ფონდი და კერძო/საზოგადოებრივი (PPP) პარტნიორობის პროგრამები.
მეექვსე ნაბიჯი — Connected თბილისი — საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა უბანს. "სმარტ სიტის" კონცეფცია ეფექტური და ეკო-მეგობრული სატრანსპორტო სისტემით, მეტი ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა თბილისს, მუნიციპალური პარკინგი ყველა რაიონში. დედაქალაქის აეროპორტის გარშემო საჰაერო და ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა.
ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი — მეშვიდე გადადგმული ნაბიჯია — თანამედროვე საბავშვო ბაღი ყველა უბანში, საბავშვო ბაღების გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, გაუმჯობესებული კვების სერვისი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ნატურალური რძე — რძის ფხვნილის ნაცვლად.
მერვე ნაბიჯი — მასპინძელი თბილისი — რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, 5 მლნ ვიზიტორი ყოველ წელს, $1 მილიარდიანი ფონდის შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
ნაბიჯი მეცხრე — ძველი თბილისი — უნდა შენარჩუნდეს ძველი თბილისის ურბანული ქსოვილი ხელუხლებლად და უნდა აიკრძალოს ყველანაირი ტიპის მშენებლობები, რომელიც დედაქალაქის იერსახეს დაარღვევს, გარდა კონსერვაცია/რესტავრაციასთან დაკავშირებული აქტივობებისა.
ლელოს გუნდის ქალაქის განვითარების ერთიანი კონცეფცია ემყარება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კომპეტენციას და ამ ქალაქის მომავლის რწმენას.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები