ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს "ლაზიერის გამბიტში" სიცრუის გაჟღერებისთვის უჩივის — NYT
The New York Times-ის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში. გამოცემის ცნობით, გაფრინდაშვილი სერიალ ლაზიერის გამბიტით მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვს, ზიანი კი, სარჩელის ტექსტის მიხედვით "მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის დამანგრეველი სიცრუის ჩვენება და მისი მიღწევების გაბათილებაა". ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.
საკითხი ჯერ კიდევ გასულ წელს გახმაურებულ თემას ეხება. ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მინისერიალის, ლაზიერის გამბიტის, ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია.
"ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა, ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს".
მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ფიქციურ სიუჟეტზე დაფუძნებითაა გადაღებული, 80 წლის მოჭადრაკეს, რომელიც პირველი ქალი გროსმაისტერი გახდა, ამ მონაკვეთმა და მისი წარმატების გაქარწყლებამ მაინც გული დასწყვიტა. გაფრინდაშვილმა ხომ, მაგალითად, 1968 წელს, ურთულეს ტურნირში სამი კაცი მოთამაშე დაამარცხა.
გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ სერიალში გამოგონილი პერსონაჟის სენსაციად გამოყვანა სცადეს, როცა იგი რეალურად გახდა სენსაცია და ინსპირაცია თაობებისთვის.
"რა ირონიულია", — დასძენს მოჭადრაკე.
ნეტფლიქსი ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, გაფრინდაშვილისადმი მათი პატივისცემის მიუხედავად, მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.
"ნეტფლიქსს ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი შთამბეჭდავი კარიერის მიმართ მხოლოდ უკიდურესი მოწიწება აქვს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ", — წერია კომპანიის განცხადებაში.
ქართველი მოჭადრაკის 25-გვერდიანი სარჩელი კი მიუთითებს, რომ გაფრინდაშვილი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს. ტექსტში მითითებულია ისიც, რომ მინისერიალი მხოლოდ პირველ თვეში 62-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა.
სარჩელი ასევე აღნიშნავს, რომ ნეტფლიქსმა "უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, რათა სიუჟეტი იაფფასიანი და ცინიკური მიზნით გაედრამატულებინა, გამოგონილი გმირი კი ისე წარმოეჩინა, თითქოს მისი ნამოქმედარი არცერთ ქალს, მათ შორის არც გაფრინდაშვილს, არ განუხორციელებია".
შეჯამებისას, აღნიშნულია, რომ "ამბავში, რომელსაც ახალგაზრდა ქალები კაცებთან მოპაექრე და უმაღლეს საჭადრაკო ტურნირებზე მოთამაშე ახალგაზრდა ქალით უნდა შთაეგონებინა, ნეტფლიქსმა დაამცირა ნამდვილი ქალი სენსაცია, რომელიც იმავე პერიოდში, მსოფლიო ასპარეზზე კაც მოთამაშეებს ხვდებოდა და ამარცხებდა კიდეც".
ლაზიერის გამბიტი 1983 წელს გამოცემული უოლტერ ტევისის რომანს ეფუძნება. ისტორიის მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟი, გამორჩეული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბეთ ჰარმონია, რომელიც 16 წლის ასაკში უკვე აშშ-ის მოჭადრაკეების ღია პირველობისთვის იბრძვის.
გამოგონილი ბეთ ჰარმონისგან განსხვავებით, ნონა გაფრინდაშვილმა პროფესიონალური ასპარეზობა 13 წლის ასაკში დაიწყო, ქალი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან არცთუ გვიან, 1977 წელს კი, იგი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელსაც კალიფორნიაში გამართული ტურნირის შემდეგ გროსმაისტერის წოდება ებოძა. მოჭადრაკეს ტიტულისთვის საბრძოლველად ერთი წელი დასჭირდა, რადგან როცა მას, "პატარა, დაბალ და ახალგაზრდა გოგოს" ხედავდნენ, შემდეგ ჯერზე სცადეო, ეუბნებოდნენ, თუმცა, იგი მაინც შეუპოვრად განაგრძობდა წინსვლას.
გაფრინდაშვილის თქმით, სერიალზე მას ხშირად ეკითხებოდნენ, თუმცა, არ ესმის, რატომ უნდა მოიტყუონ თუნდაც გამოგონილ ისტორიაში ნამდვილი ადამიანის ცხოვრებაზე.
"ემოციურად ჩემზე ბევრი რამ არ მოქმედებს", — აღნიშნავს იგი, — "თუმცა, ამან გამაოცა, რადგან დამამცირებელია".
ახალწამოწყებული სასამართლო დავაც, როგორც ჭადრაკის ლეგენდა დასძენს, თავისი ბრძოლისა და მემკვიდრეობის ნაწილია, ისევე, როგორც ქალი მოჭადრაკეებისათვის გროსმაისტერის წოდების მინიჭების შესაძლებლობა.
"ეს არის ბრძოლა, რომელიც დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც ვაგრძელებ".
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
კომენტარები