როგორ განმარტავს ცესკო ამომრჩეველთა სიებში, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პირების რეგისტრაციას
ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო დროს ამომრჩეველთა ერთიან სიებში გარდაცვლილი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანება და განმარტებებს აკეთებს. კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში არსებული გარდაცვლილი პირების შესახებ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და სქრინების, ამასთანავე ერთ-ერთ სიუჟეტში მოხსენიებული 14 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ საუბრობს.
ნათია იოსელიანის თქმით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებული 37 გარდაცვლილი პირიდან, 8 ცოცხალია, 16 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან ნაწილი წლების წინ საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი ფიქსირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იოსელიანი ამბობს, რომ 12 მოქალაქეზე ასევე არ არსებობდა ოფიციალური შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე, ხოლო 1 მოქალაქე 31 აგვისტოს გარდაიცვალა და ამიტომაც იქნებოდა 10 აგვისტოს მდგომარეობით განახლებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
"სიუჟეტში მოხსენიებული 14 ადამიანიდან, 4 მოქალაქე ცოცხალია, 3 მოქალაქე წლების წინ საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2 მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არც უფლებამოსილი უწყებიდან და არც ოჯახის წევრებისგან არ იყო დაფიქსირებული შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე, ხოლო 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უცნობია, რომელი სიით ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას", — აცხადებს ცესკოს პრესპიკერი.
ამასთან, ცესკო ეხმაურება 16 სექტემბერს ლელოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც 2018 წელს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, კვლავ ფიქსირდებიან კონკრეტულ მისამართებზე.
იოსელიანის განცხადებით, მოქალაქე, რომელიც მოხსნილია რეგისტრაციიდან ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
"15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოცემული სიის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საბოლოო სიის ფორმირება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, დგინდება, რომ ლელოს წარმომადგენლის მიერ დასახელებული სამი პირიდან, ერთის ბოლო რეგისტრაციის მისამართი იგივეა, ორი კი უკვე ახალ მისამართზეა რეგისტრირებული", — განმარტავს იოსელიანი.
ცესკოს პრესსპიკერმა საზოგადოებას მოუწოდა, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ გახდებიან სხვების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ინიციატორები.
13 სექტემბერს სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 25 მუნიციპალიტეტში 1930 წლამდე დაბადებული 1311 გარდაცვლილი პირიდან 683 საარჩევნო სიაში ფიქსირდება. მათი თქმით, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოუწოდეს საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად, ხოლო არჩევნებში ჩართული ყველა აქტორი, დაინტერესდეს ამ საკითხით.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები