ვენაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა — გახარია

ფოტო: პარტია საქართველოსთვის
პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა.
"თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 10 სექტემბერს მან, ასევე, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციას" გაამხელდა.
გაიგე მეტი:
- ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს — ღარიბაშვილი
- ნარკოტესტზე უარით, გახარიამ პრაქტიკულად, ხელი მოაწერა ნარკომანიასთან პრობლემებს — კობახიძე
- გახარიას თქმით, ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა და შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს
- მიზნად ისახავს ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების დისკრედიტაციას — სამხარაულის ბიურო გახარიას განცხადებაზე
- ტრაგიკულია, სერიოზული ამბიციების მქონე პოლიტიკოსი მოსაფსმელად სხვა ქვეყანაში მიდის — ჯაფარიძე გახარიას ნარკოტესტზე
- გახარიას გადაწყვეტილებას, ნარკოტესტი ევროპაში ჩაიტაროს, მდინარაძე სამხარაულის ბიუროზე თავდასხმად აფასებს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები