საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ ინსტიტუტები არ არსებობს — ჯაფარიძე გავრცელებულ ფაილებზე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გავრცელებული ფაილებით ცალსახად დაინახეს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს.
"კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდა სინამდვილეში მოხდა ის, რომ რაღაცნაირად ფარდა აეხადა ყველაფერს და მათაც დაინახეს სინამდვილეში როგორ იმართება ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუხსნიდით რაღაცებს მათი წარმოდგენა მაინც იყო, რომ აქ რაღაცა მასშტაბის დემოკრატია მაინც არის რაღაც ჩანასახში.
შარშანდელი არჩევნების მერე ჩვენ რომ რაღაცას ვეუბნებოდით, რომ გაყალბდა, გვეუბნებოდნენ, ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელეთ სასამართლოთი ბრძოლაო. მერე ვეუბნებოდით, რომ არ იღებენ საჩივრებს, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მაინც სულ ცდილობდნენ, რომ ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, სხვა გზა არ არის, ასე უნდა ქნათ. მათ შორის, აი, მიშელის დოკუმენტს სანამ ხელს მოვაწერდით, მანამდეც სულ მაგაზე იყო, პარლამენტში შედითო რატომ ამბობდნენ – იმიტომ, რომ გეუბნებოდნენ, ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელეთ ბრძოლა, შედი და შიგნიდან იბრძოლე და სინამდვილეში რაც გააკეთა, მოხდა ახლა ამ ჩანაწერების გაჟონვის შედეგად არის ის, რომ მათაც ცალსახად დაინახეს, არანაირი ინსტიტუტები არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ კი არ ვიძახდით, არ არსებობს. ეს ქვეყანა არ იმართება ინსტიტუტებით ანუ პარლამენტი არ არის პარლამენტი, არ არის პრემიერი პრემიერი, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის", — განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ის, რომ პარლამენტში რამის გაკეთება შესაძლებელია, აზრს მოკლებულია, რადგან როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ქვეყანაში ვითარება საბჭოთა პერიოდს ემსგავსება, იმით რომ სუს-ის შენობაში ყველასა და ყველაფერზე არის ინფორმაცია.
"სინამდვილეში, არის რაღაც სუს-ი, ეგერ ვაჟაზე და იმ შენობაში არის თავმოყრილი ინფორმაცია ყველაზე და ყველაფერზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა ბანაკის შიგნით, როგორც შტაზი მართავდა აღმოსავლეთ გერმანიას, ყველაზე იციან ყველაფერი და იმართება ქვეყანა ასე ინდივიდუალურ დონეზე, ეს იქნება სასულიერო პირები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორები თუ პოლიტიკოსები, ყველაზე არსებობს შანტაჟის და ზეწოლის მექანიზმი. უბედურება ის არის, რომ მათ შორის ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, რუსების ხელშიც არის და რამდენად არის ესენი გადაჯაჭვული იმათთან კაცმა არ იცის, მაგრამ ამას აეხადა ფარდა. ახლა საუბარი იმაზე, რომ პარლამენტის შიგნით რაღაცა ქენი, იქ რაღაც ქენი, აქ რაღაც ქენი, აზრს მოკლებულია," — განაცხადა ჯაფარიძემ.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე საპატრიარქოსთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე და იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები, მათ შორის პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.
უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ატვირთულია Word-ის ათასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
- გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები