დამარცხების შემთხვევაში, "ოცნება" წნეხს ვერ გაუძლებს — ბოკერია შეთანხმების ანულირებაზე
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს იტყვის, იმ ტიპის წნეხი იქნება მასზე, რომ ის ამას ვერ გაუძლებს. მისივე თქმით, "საკმარისი წინაპირობის არსებობა რეჟიმის გასატეხად აუცილებელია. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა გეგმა აქვს ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღო და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა.
"მკაფიო მარცხის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმს, რაც გულისხმობს მარტო 43%-ს კი არა და არა 42-ს ან... და ჩემი აზრით, ეგ ცუდი ტესტი იყო და არასწორი, მაგრამ რაც არი, ეგეთი არი, არამედ მარცხს საკვანძო ქალაქებში: თბილისში, თელავში, გორში, ქობულეთში, თერჯოლაში, ხონში, რუსთავში, გურჯაანში, არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს... ზუგდიდში... ამ ქალაქებში მარცხის შემთხვვევაში, იმ ტიპის წნეხი იქნება პოლიტიკურად ავტომატურად ქვეყნის შიგნიდან, ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის გარედან, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე, რომ ჩემი მყარი რწმენაა, რომ ის ამას ვერ გაუძლებს", — განაცხადა ფორმულას ეთერში გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, სამოქალაქო პროტესტზე საუბარი ნაადრევია. ბოკერია მიიჩნევს, რომ რეჟიმის გასატეხად საჭირო წინაპირობას წარმოადგენს იმ მასშტაბის მარცხი, რომლის განეიტრალებაც შეუძლებელი იქნება.
"რა თქმა უნდა, სამოქალაქო პროტესტი თუ გახდება საჭირო, მათ შორის, მწვავე, ამას უნდა მიმართოს მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. ოღონდ ჯერ უნდა დადგეს ის წინაპირობა, რომელიც, ჩემი აზრით, იქნება საკმარისი ამ რეჟიმის გასატეხად. ეს წინაპირობაა იმ მასშტაბის მარცხი, რომლის განეიტრალებაც პოლიტიკურად იქნება შეუძლებელი და მაშინ სწორედ ის წნეხი, რაზეც იძახიან ხოლმე რო, აი, ჩვენ თავისუფალი სამყარო დაგვიჭერს თუ არა მხარს, ის დაუჭერს მხარს, როდესაც იქნება პოლიტიკური ნება ქართული საზოგადოების დიდი უპირატესობით", — თქვა ბოკერიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები