კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა

ფოტო: REUTERS / Borja Suarez
კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა. ევაკუირებულია 5 000-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ვულკანის შედეგად განადგურდა რამდენიმე ადგილობრივის სახლი. ადგილზე იმყოფება ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი. მისი თქმით, მობილიზებული არიან სამხედრო და სამოქალაქო დაცვის წევრები და ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვულკანისგან გამოწვეულ ხანძრებს.
ვულკანი ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა. ის კუნძულ ლა პალმას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ადამიანი ცხოვრობს. ევაკუირებულია ოთხი სოფელი და ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები