ანტიბიოტიკორეზისტენტობა — გამოწვევა გლობალური მედიცინისთვის
სამედიცინო სტატიებს თუ გადახედავთ, ხშირად ამოიკითხავთ სასიხარულო ფრაზას "დღეს ეს დაავადება განკურნებადია" და იაზრებთ, რომ ადრე თუ გვიან მეცნიერება ყველა დაავადებას მოუძებნის გასაღებს.
ბევრი ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადების პარალელურად, არსებობს საფრთხე, რომელიც მსოფლიო სამედიცინო წრეებში სერიოზულ გამოწვევად განიხილება და შესაძლოა კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ეს საფრთხეა ანტიბიოტიკორეზისტენტობა.
რას გულისხმობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?
სხვადასხვა ტიპის, თუნდაც უწყინარი ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრა ყურადსაღებია, მოითხოვს დროულ და სწორად დაგეგმილ მკურნალობას, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წამალი ადვილად ხელმისაწვდომია, ეფექტურობას ნელ-ნელა კარგავს. ანტიბიოტიკის აღმოჩენის დღიდან არსებობენ მიკროორგანიზმები, რომლებიც უბრალოდ არ ექვემდებარებიან მის მოქმედებას, მეტიც, სულ უფრო იკვეთება ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების რეზისტენტობის, ანუ გამძლეობის ტენდენცია.
მარტივად რომ ვთქვათ: მკურნალობისას მიღებულ წამლებზე მიკრობი უგრძნობია, არათუ ქრება, მრავლდება და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს.
რა ხდება ამ შემთხვევაში?
როგორც CDC მოხსენებაშია აღნიშნული, კარგად უნდა გაიმიჯნოს ის ფაქტორი, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული, არამედ იმას, რომ, უბრალოდ, ბაქტერიამ გამოიმუშავა მედეგობა მისი განადგურებისთვის შექმნილი წამლის მიმართ.
შესაბამისად, მსგავსი მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექცია რთულად, ან საერთოდ უკურნებელია. პაციენტი ხანგრძლივი დროით რჩება ჰოსპიტალში და გაწერის შემთხვევაშიც კი, საჭიროებს მუდმივ კონსულტაციას ექიმთან და ძვირადღირებულ მკურნალობას.
რა გველის მომავალში?
საფრთხე, რომელიც კაცობრიობის წინაშეა ’— რეალურია. 1928 წელს, ალექსანდრ ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენით გახდა ხელმისაწვდომი პირველი კომერციული ანტიბიოტიკი. ამ პერიოდში გაჩნდა ეჭვიც, რომ ბაქტერიები გამოიმუშავებდნენ მისდამი მდგრადობას. შესაბამისად, კაცობრიობა დიდი ხანია ფიქრობს, როგორ შეაჩეროს ეს პროცესი. თუ ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტა არ გამოჩნდა, მაშინ მოგვიწევს დავნებდეთ იდეას, რომ დღეს განკურნებადი დაავადებების ნაწილი უკურნებელ სენად გადაიქცევა და სამედიცინო მანიპულაციების ნაწილი საერთოდ ვერ ჩატარდება.
რა არის საჭირო ამ ტენდენციის შესაჩერებლად?
იმისთვის, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა შეჩერდეს აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. პაციენტების მიერ შეწყდეს ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება, სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება ზედმიწევნით განისაზღვროს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სტრატეგია: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის, ასევე ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისა თუ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
რა შემიძლია გავაკეთო მე?
დაიცავით საკუთარი თავი და გარშემომყოფები ანტიბიოტიკორეზისტენტობისგან:
- თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, მიიღეთ ზუსტად იმ დოზირებით, როგორც დანიშნულებაშია.
- ნუ შეწყვეტთ მის მიღებას თვითნებურად, უკეთესად გახდომისთანავე — ამით თქვენ ბაქტერიის გაძლიერებას უწყობთ ხელს.
- ნუ შეინახავთ სამომავლოდ და მიიღებთ თვითნებურად.
- ნუ მისცემთ სხვას რჩევას, გამოიყენოს აღნიშნული ანტიბიოტიკი.
გახსოვდეთ, თქვენი წილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებაში უდიდესია.
სამედიცინო ცენტრი ციტო კარგად აცნობიერებს ანტიბიოტიკების არასწორი მოხმარებით გამოწვეულ რისკებს და ამ პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად წლევანდელი სასტიპენდიო განაცხადი სწორედ ანტიბიოტიკორეზისტენტობის თემატიკას მიუძღვნა.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები