5 გზა, როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ლგბტქ საკითხებზე
ბავშვთა ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ სექსუალობასა და იდენტობასთან დაკავშირებული შეკითხვები პიროვნების ადრეული განვითარების ეტაპზევე ჩნდება. საკუთარი თავისა და გარემოს შეცნობა გრძელი და, სოციუმის დამოკიდებულების გათვალისწინებით, რთული გზაა. ამ გზაზე მოზარდები შეიძლება უამრავ სტერეოტიპულ, დისკრიმინაციულ ან, უბრალოდ, არაზუსტ ინფორმაციას წააწყდნენ, რაც, ეჭვგარეშეა, ამ საკითხებისადმი მათ დამოკიდებულებას გარკვეულწილად მაინც განსაზღვრავს.
შესაბამისად, ისევე, როგორც მოზარდის აღზრდის სხვა არაერთ ასპექტში, აქაც მნიშვნელოვანია მშობლის ან მეურვის როლი და ჩართულობა. ბევრი მათგანი ასეთ საუბრებს გაურბის, ხშირად იმიტომ, რომ გამოცდილების არქონის გამო ეშინია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, რომელიც იდენტობის საკითხებზე ლაპარაკის დაწყებაში დაგეხმარებათ.
1. საუბარი მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა მოზარდს საკუთარი იდენტობის შესახებ ჯერ არ ულაპარაკია
იმის მიუხედავად, განუცხადებია თუ არა მოზარდს თავის გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე, საუბარი ასეთ საკითხებზე მაინც აუცილებელია.
"ამგვარი საუბრისადმი გახსნილობით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან შეტყობინებას გზავნით", — ამბობს ელაიზა ბაიარდი, ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია GLSEN-ის აღმასრულებელი დირექტორი, — "თუკი თქვენი შვილი მოგვიანებით განაცხადებს თავის იდენტობაზე, შეძლებთ, თავიდან ააცილოთ ჰომოფობიური ტენდენციების გავლენა, რადგან ეს თემა მისთვის ადვილად სალაპარაკო იქნება".
შესაძლოა, გსურთ, ქვიარ იდენტობების გავრცელებული კონცეფციები საუბრის უფრო "შინაურულად" წარმართვისთვის გამოიყენოთ, თუმცა, ბაიარდის თქმით, მშობლებმა და მეურვეებმა ხშირად ბევრი რამ არ იციან ასეთი საუბრების დაწყებამდე. რეალურად, შეგიძლიათ ისიც აღიაროთ, რომ ყველაფერი არ იცით. საუბრის წამოწყება შესანიშნავი შესაძლებლობაცაა, მოზარდებისგან ისწავლოთ.
2. საუბრისთვის მზად იყავით და განსჯის გარეშე მოუსმინეთ
ბაიარდის თქმით, ლგბტქ იდენტობაზე ლაპარაკისას გახსნილობა შესაფერისი მიდგომაა. თუკი მოზარდი ფიქრობს, რომ იგი ქვიარია, თავდაპირველად შეიძლება მსგავს თემებს შეეხოს და თქვენი შემწყნარებლობა და მიმღებლობა ასე გამოსცადოს. ხოლო როცა შეამჩნევს, რომ ასეთ საუბრებს თქვენ გულღიად ხვდებით, უფრო მეტად იგრძნობს უსაფრთხოებასა და დაცულობას.
გარდა ამისა, მშობლებისა და მეურვეების ემპათიური და თანამგრძნობი დამოკიდებულება ბავშვებისათვის ქცევის მაგალითი ხდება. ბაიარდის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰეტეროსექსუალი და სისგენდერი მოზარდების მშობლებმა მკაფიოდ გამოხატონ, რომ დისკრიმინაცია და ძალადობა ყოვლად მიუღებელია. თქვენმა დამოკიდებულებამ და ენამ, რომელსაც მოზარდთან იყენებთ, შეიძლება ლგბტქ ადამიანებისადმი მათი უარყოფითი და პოტენციურად საფრთხისშემცველი განწყობა გაანელოს.
ხოლო მათ, ამგვარი საუბრებისადმი მზად არ არის პიროვნული ან რელიგიური მიზეზით, ბაიარდი ურჩევს, რომ მოზარდს სიყვარული და თანადგომა აუცილებლად აგრძნობინონ. მისი თქმით, ეს "კრიტიკულად მნიშვნელოვანია", იმის მიუხედავად, რომ მშობლებს მათ სექსუალობასა და იდენტობასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ.
3. ისაუბრეთ საყოველთაო ღირებულებებზე
თუკი ლგბტქ საკითხებზე სიღრმისეული საუბრის წარმართვისთვის ჯერ არ ხართ მზად, შეგიძლიათ, საყოველთაო ღირებულებებზე ილაპარაკოთ. მაგალითისთვის, ბაიარდი დასძენს, რომ პრაიდის თვეში აღინიშნება საკუთარი თავის მიღების მნიშვნელობა, იმის მიუხედავად, თუ ვინ ხარ.
ამგვარი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლოა არა მხოლოდ ლგბტქ მოზარდებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც თავს განსხვავებულად სხვა ნიშნით გრძნობს. მაგალითად, "ბიჭი, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარს", ან გოგო, რომელსაც კვლავაც სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებისთვის ამუნათებენ.
ასეთივე მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებაზე საუბარიც. სიყვარული რომ სიყვარულია, ეს სწორედაც რომ უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც, როგორც ლგბტქ, ასევე ჰეტეროსექსუალმა და სისგენდერმა მოზარდებმა უნდა გაითავისონ.
4. მარტივი კონცეფციებით დაიწყეთ
ბევრი მშობელი და მეურვე მოზარდთან სექსუალობაზე ლაპარაკს უფრთხის. თუმცა, ბავშვები ამ თემასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო შეკითხვებს ხშირად სვამენ, ასე რომ, მათ ვერ გაექცევით.
ასეთ სიტუაციაში ბაიარდი გვირჩევს, რომ მოზარდის წინაშე უხერხულობის გარეშე ვისაუბროთ, კონცეფციები კი გავამარტივოთ. თუკი, მაგალითად, ტრანსგენდერის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ცნობილი გამოთქმით, "წიგნს ყდით ნუ განსჯი", დავიწყოთ. ეს მსგავსი იდეის მატარებელი ფრაზაა და მიუთითებს, რომ ვიღაცისთვის, უბრალოდ, შეხედვით მათ გენდერულ იდენტობას ვერ განვსაზღვრავთ, ადამიანების გარეგნული და შინაგანი მახასიათებლები კი შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
5. შეეხეთ დისკრიმინაციას და დაგმეთ ის
5 ივლისის მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია და განსხვავებულის მიუღებლობის სხვა ფორმები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება. ასეთ სოციუმში არცთუ იშვიათია დისკრიმინაციის შემთხვევები სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში. პიროვნების განსხვავებულმა სექსუალურმა ორიენტაციამ ან გენდერულმა იდენტობამ იგი შეიძლება ბულინგის სამიზნედ აქციოს.
ლგბტქ საკითხებზე მოზარდებთან საუბრისას მნიშვნელოვანია, რეალობასა და წარსულის გამოცდილებას გვერდი არ აუაროთ.
ნაცვლად ამისა, ბაიარდი მშობლებსა და მეურვეებს ურჩევს, ბავშვებს სამართლიანობაზე, მოზარდებს კი ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე ელაპარაკონ. შეიძლება ისტორიის გახსენებაც: როგორ იცვლებოდა შეხედულებები და კანონები დროთა განმავლობაში. ამასთან, აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი პიროვნული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, მით უმეტეს, საზოგადოებრივ სივრცეში.
ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციაზე საუბრით მოზარდები გაიაზრებენ, რას ნიშნავს სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები