ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი ისევ დაიტბორა. ამ დროისთვის შეფერხებულია ქუჩებში გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ფოტო: ირინე წუწუნავა

ადგილობრივების თქმით, დატბორილია სარდაფები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები.

ფოტო: ირინე წუწუნავა

ფოტო: ირინე წუწუნავა

On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მუშაობენ მაშველები და შეტყობინებების სიმრავლიდან გამომდინარე ხდება დამატებითი ძალების მობილიზებაც.