უილი გარსონი, საკულტო სერიალში Sex and the City (სექსი დიდ ქალაქში) სტენფორდ ბლეჩის როლის შემსრულებელი, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარსონი HBO-ს ამ ცნობილ სატელევიზიო შოუში სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟის, კერი ბრედშოუს ახლო მეგობრის როლს ასრულებდა: ის თამაშობდა როგორც სერიალებში, ისევე ამავე სახელწოდების მქონე ორ ფილმში და ამჟამად სექსი დიდ ქალაქშის ახალი სეზონის გადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას.

მსახიობის გარდაცვალების ინფორმაციას მისი ვაჟი ადასტურებს, თუმცა BBC-ის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამ სამწუხარო ფაქტს სერიალის კიდევ ერთი ვარსკვლავი სინტია ნიქსონიც გამოეხმაურა ტვიტერის პირად ანგარიშზე:

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ უილი გარსონი დავკარგეთ. ყველას ძალიან გვიყვარდა და მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. უზომოდ სასაცილო იყო როგორც ეკრანზე, ისე კამერის მიღმაც. ის იყო სინათლის, მეგობრობისა და შოუბიზნესის ცოდნის წყარო. ყოველთვის უბადლო პროფესიონალი იყო", — ვკითხულობთ ტექსტში.

უილი გარსონს თავისი კარიერის განმავლობაში ასევე შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ კინო თუ სატელევიზიო პროექტებში, როგორებიცაა White Collar (თეთრი საყელო) და Groundhog Day (ზაზუნას დღე).