საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია — კვლევა
საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველომ ჩაატარა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად სექსუალური შევიწროების მსხვერპლები 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.
დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების უმრავლესობისთვის ნაცნობია სექსუალური შევიწროების ფენომენი. ავტორების განცხადებით, ონლაინ გამოკითხვის რესპონდენტთა 86%-მა შეძლო სექსუალური ხასიათის კომენტარის, 90%-მა სექსუალური ხასიათის თემებზე ხუმრობებისა და 98%-მა არასაჭირო ფიზიკური სიახლოვის, როგორც სექსუალური შევიწროების, იდენტიფიცირება. ამასთან, კარიერული წინსვლის დაპირების სანაცვლოდ ქალის პაემანზე დაპატიჟება სექსუალურ შევიწროებად რესპონდენტთა 91%-მა მიიჩნია.
"ქალებსა და კაცებს განსხვავებული აღქმა აქვთ იმისა, თუ რა შეიძლება, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვალოს. მაგალითად, ქალებთან შედარებით კაცები სექსუალური შევიწროების ზოგიერთ ფორმას (მაგალითად მიშტერებასა და არასასურველ მზერას) ნაკლებად მიიჩნევდნენ სექსუალურ შევიწროებად", — აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, კვლევამ გამოკვეთა, რომ არსებობს გენდერული სხვაობა პრობლემის აღქმის თვალსაზრისით. მაგალითად, ქალების უმრავლესობას (93%) სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, მაშინ, როცა იმავეს კაცების მხოლოდ 44% ფიქრობს. გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას ხელმძღვანელები სერიოზულად უნდა მიუდგნენ (98%) და რომ სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირები მკაცრად უნდა დაისაჯონ (95%).
შედეგების თანახმად, კაცი საჯარო მოხელეების 16% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ქალები, რომლებსაც სექსუალურად ავიწროებენ, თავადვე იწვევენ დამნაშავეებს. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი (53%) კი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მიმზიდველი ქალები მზად უნდა იყვნენ მათ მიმართ სექსუალური ინტერესის გამომხატველი ქცევებისთვის, თითქმის იგივე წილი (48%) არ დაეთანხმა მსგავს მოსაზრებას კაცების შესახებაც.
როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, საჯარო მოხელეები სექსიზმის სკალაზე საკმაოდ დაბალ ქულას აგროვებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, საჯარო მოხელეებს შორის ფართოდ არის გავრცელებულია სექსისტური მიდგომები, რომლებიც შემწყნარებელია სექსუალურ შევიწროების მიმართ:
"რესპონდენტების თითქმის მესამედი (31%) ეთანხმება იმას, რომ მიმზიდველი ქალები უნდა მოელოდონ სამუშაო ადგილზე მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ყურადღებას/ქცევას, ხოლო ყოველი მეხუთე რესპონდენტი იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ქალები ხშირად მიზანმიმართულად იწვევენ ინტერესს მათ ხელმძღვანელში, რათა გაიუმჯობესონ სამუშაო მდგომარეობა", — ვკითხულობთ კვლევის მიგნებებში.
ამასთან, კვლევის როგოც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურში უფრო გავრცელებულია ვერბალური და არავერბალური ფორმების სექსუალური შევიწროება, ვიდრე პირადი სივრცის ფიზიკური დარღვევა. დოკუმენტის მკიხედვით, კვლევის თვისებრივი კომპონენტის რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ უხამსი კომენტარები, ხუმრობა, კომპლიმენტები და სექსუალური ხასიათის კითხვები, მოკლეტექსტური შეტყობინებები, მიშტერება, შეუფერებელი და სექსუალური ხასიათის ფიზიკური შეხება, განმეორებით დაპატიჟება პაემანზე, ასევე არასასურველი ფლირტი, სექსუალური შევიწროების ის ფორმებია, რომელთა გამოცდაც საჯარო მოხელეებს ხშირად უწევთ.
ავტორები მიუთითებენ, რომ სექსუალური შევიწროების ალბათობა იზრდება ნაკლებად ფორმალურ გარემოში, როგორიცაა მივლინებები, თანამშრომელთა გუნდურობის ამაღლების ღონისძიებები და კორპორატიული წვეულებები.
"ექსპერტებმა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერვიუებისას აღნიშნეს, რომ ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ, მაგალითად, როგორიცაა ძალოვანი უწყებები, სექსუალური შევიწროების რისკი უფრო მაღალია. სექსუალური შევიწროების საფრთხეები ნაკლებია ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები იკავებენ", — ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება სექსუალური შევიწროების განმახროციელებელ პირებს, ანგარიშის მიხედვით, თვისებრივი კომპონენტის რესპონდენტების შემხთვებაში უმეტესი შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია და ხშირად კაცი, ხოლო სექსუალური შევიწროების სამიზნე, როგორც წესი კარგი გარეგნობის, კარგად ჩაცმული ახალგაზრდა ან განქორწინებული ქალები, რომლებსაც საჯარო სამსახურში დაბალი პოზიცია უკავიათ, მაგალითად, არიან სპეციალისტები, მდივნები და სტაჟიორები.
"ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 74%-მა, ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, მოძალადედ კაცი თანამშრომელი დაასახელა. ქალი მსხვერპლების უმეტესობის შემთხვევაში (91%) მოძალადე იყო კაცი. მათმა უმრავლესობამ (56%), ვინც სექსუალური შევიწროება ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოსცადა, აღნიშნა, რომ ბოლო ინციდენტის დროს, ადამიანი, რომელმაც სექსუალურად შეავიწროვა, მსხვერპლზე ასაკით უფროსი იყო", — აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, იმ რესპონდენტთა ერთმა მეოთხედმა, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდიათ, არჩია, არ დაეფიქსირებინა დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართება, დანარჩენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა კი (დაახლოებით 40%-მა) სამუშაო ადგილის მენეჯერი ან ხელმძღვანელი დაასახელა პირად, რომელიც ბოლო შემთხვევის დროს სექსუალურად ავიწროებდა.
შედეგებით ირკვევა ისიც, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია, კერძოდ, გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება.
"გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 34% ეთანხმება აზრს, რომ არსებობს რისკი — ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებს, კოლეგები ცუდად დაუწყებენ ყურებას, ხოლო 24%-ის აზრით, სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებას სამუშაო ადგილზე მტრული გარემოს შექმნა მოჰყვება", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
რეკომენდაციების სახით, კვლევის ავტორები რამდენიმე პუნქტს გამოყოფენ, მათ შორის:
- რეკომენდებულია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა;
- საჯარო უწყებებმა უნდა განიხილონ სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო მოხელეებისთვის რეგულარული და, თუკი ეს შესაძლებელია, სავალდებულო ტრენინგების ჩატარება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფენომენის, კანონმდებლობის, რეაგირების არსებული მექანიზმებისა და შედეგების შესახებ მათი ინფორმირების უზრუნველსაყოფად;
- საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ ჰქონდეთ მაღალი მგრძნობელობა;
- მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ მოხდეს მაგალითის მიცემა და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წახალისება.
კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების კომბინაცია. 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან 2021 წლის თებერვლის დასაწყისამდე პერიოდში ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც 461 საჯარო მოხელე მონაწილეობდა. ამასთან, ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა ონლაინ გამოკითხვის შედეგად შერჩეული 35 საჯარო მოხელე, ასევე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები