პროექტის ჩაშლა იქნება უდიდესი დარტყმა ქვეყნის განვითარებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის — მარგველაშვილი ნამახვანჰესზე
ენერგეტიკოსი და ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება — საქართველოსთვის დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლა უდიდესი დარტყმა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის, მომავლისა და განვითარებისთვის. ამის შესახებ მარგველაშვილმა On.ge-სთან ისაუბრა.
"თუ პროექტი ჩაიშლება, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, მომავლის, განვითარებისა და ყველაფრისთვის. ძალიან სამწუხარო იქნება, რომ ჩვენი ხალხის ხელით იქნება ეს გაკეთებული. ამაში ვგულისხმობ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც გამოყენებული იქნა, როგორც იარაღი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", — ამბობს მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმით, შესაძლებელია, ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ ENKA-მ მთავრობას არბიტრაჟში უჩივლოს. ის აღნიშნავს, რომ ეს მთავრობის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, მარგველაშვილი სახელმწიფოს, როგორც ხელშეკრულების ხელმომწერის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
"ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა ეს კომპანია და ყველა ხედავს ამას. ვნახოთ, თუ აქვს მთავრობას რაიმე ისეთი მოფიქრებული, რაც სიტუაციას შეცვლის რადიკალურად და მისცემს კომპანიას მუშაობის შესაძლებლობას, ეს ძალიან კარგი იქნებოდა.
რაც შეეხება მთავრობის პასუხისმგებლობას, ის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეა და შესაბამისად, უნდა შეუქმნას ინვესტორს პირობები, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ შეუქმნა", — ამბობს მარგველაშვილი.
გარდა ამისა, ენერგეტიკოსი ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლისგან მიღებულ შესაძლო ზიანზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის დანაკარგი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს.
"პირველ რიგში, ზიანი იქნება მიუღებელი 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაწევდა. ასევე, მიუღებელი ენერგოუსაფრთხოება, მიუღებელი ხალხის დასაქმება და სხვა უამრავი რამ. და იმ შემთხვევაში, თუ საქმე წავა არბიტრაჟში, ამას დაემატება ჯარიმები და მათი მოცულობა შეიძლება იყოს ძალიან დიდი", — აღნიშნავს მურმან მარგველაშვილი.
ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა უწყვეტად აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რიონის ხეობაში არაერთხელ გაიმართა აქციები. თავდაპირველად აქტივისტები ჰესის მშენებლობას სოფელი ნამოხვანიდან აპროტესტებდნენ, მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. ისინი ამბობდნენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო. მოგვიანებით მათ აქციები გამართეს თბილისშიც.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.
დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გაასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.
17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
კომენტარები