არანაირი დიპლომატიური სკანდალი, კაცო — კალაძე ელჩების სავარაუდო მოსმენებზე
"არანაირი დიპლომატიური სკანდალი, კაცო", — ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დიპლომატების სავარაუდო მოსმენებზე ევროკავშრის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხებოდა.
— თქვენი თანაგუნდელები საუბრობენ, თეა წულუკიანმა და ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაუწუნეს კარლ ჰარცელს დიპლომატიური ენა და ტონი.
— მე გუშინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება და ვთქი ჩემი მოსაზრება.
— კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ.
— შეგიძლიათ, ჩემი გუშინდელი განცხადებით ისარგებლოთ.
— დიპლომატიურ სკანდალზეა საუბარი.
— არანაირი დიპლომატიური სკანდალი, კაცო.
22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გავრცელებულ ფაილებსა და სავარაუდო მოსმენებზე თქვა, რომ ბუნებრივად არ მიაჩნიათ, როდესაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათი წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ტიპის საქმიანობაში იყოს ჩართული. მისივე განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისეთი პარტნიორი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის საქმიანობას მათ წინააღმდეგ ბუნებრივად არ მიაჩნიათ. ჰარცელის თქმით, მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს, რათა დაიგეგმოს სათანადო ნაბიჯები და განისაზღვროს პოზიციები.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
გაიგეთ მეტი ფარულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
- გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები