მექანიკოსი ქალი სატვირთოების სამყაროში
ამას წინათ ჰკითხეს -— "ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?"
ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო — ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე "კლუჩებს“ უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, წარმატებითაც.
ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრში ფეხი და უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს მწყობრიდან გამოსული ელექტრობის სისტემა დამოუკიდებლად გაუმართა. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი სალომე ჩხვიმიანი თეგეტას სერვისცენტრში პროფესიონალ ოსტატებს შეგირდად უდგას და მათი საქმის ყურებით სწავლობს რთული სისტემების აგებულებასა და მათი შეკეთების ანბანს.
რუტინულ და მოსაბეზრებელ საქმეზე 23 წლის სალომე ჩხვიმიანს ვერავინ დაიყოლიებს. მესტიიდან თბილისში ჯერ როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ისე ჩავიდა, მალევე მიხვდა, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მისი მოწოდება არ იყო და უმაღლესი სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა. დაახლოებით ამავე დროს შეხვდა ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებებისთვის და თეგეტა თრაქ ენდ ბასის შეთავაზებას, სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პროფესიის შესწავლაზე. ბევრი არ უფიქრია, თეგეტას იმიჯსა და რეპუტაციას ენდო, აპლიკაცია გაგზავნა და მოწვევაც მალევე მიიღო.
"ძალიან კარგი გარემოა. აკადემიაში თეორიული კურსი იყო პირველი სასიამოვნო გამოცდილება და თანაც ბევრი რამ ვისწავლეთ იქ, მაგრამ სერვისში რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ ამ ტრენინგის არჩევით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს თანამშრომლების დამოკიდებულებაც, მათი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და ვიზრდები. მიხარია, რომ მოძრაობა ცვლილებებისთვის საიტზე შემოთავაზებული რამდენიმე ტრენინგიდან მე სწორედ თეგეტასი ავირჩიე", — ამბობს სალომე.
ტრენინგს თეგეტა აკადემია ორ ნაწილად ატარებს. პირველი, თვენახევრიანი თეორიული კურსია, რომელიც სალომემ ივლისის ბოლოს შუალედური ტესტირების წარმატებით ჩაბარებით დაასრულა. ახლა სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას გადის და სულ უფრო მეტად უახლოვდება დღეს, როცა ყველას დაუმტკიცებს, რომ პროფესიას მართლაც არ აქვს გენდერი. პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სალომე ჩხვიმიანი სატვირთო ავტომობილის პირველი მექანიკოსი ქალი იქნება საქართველოში.
სალომეს შემთხვევაში სტერეოტიპული აზრების თავს მოხვევა რამდენიმე უსიამოვნო რეპლიკით შემოიფარგლა, უფრო მეტად კი იყო მხარდაჭერა. მისი გადაწყვეტილების მიმართ, გამხდარიყო სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი, ბევრი სულაც არ ყოფილა კრიტიკული, პირიქით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები — ოჯახის წევრები — სიხარულით და ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას.
"როცა ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ, როდის იქნება პასუხიო. მათაც უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ისეთი საქმეა, ყოველთვის და ყველგან გამომადგება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, თუმცა, სამწუხაროდ ქალების დაინტერესება ამ მიმართულებით დაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ თეგეტაში დავრჩე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო. თან ერთფეროვნება არ ახასიათებს ამ საქმეს, სულ ახალ-ახალი გამოწვევებია და ეს მომწონს."
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები