სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული საარჩევნო უბნების გახსნას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას იმ ტერიტორიებზე, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეკუთვნის მაშინ, როცა სახელწმიფოებს ამაზე ნებართვა არ გაუცემიათ. ასე ეხმაურება დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს რუსეთის იმ რეპრესიული ქმედებების გამო, რომელმაც შეაფერხა დუმის არჩევნებზე თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე", — წერს პრაისი ტვიტერზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობა მათი იძულებითი პასპორტიზაციის შედეგია და აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა.
რუსეთის ცესკოს თანახმად, ვლადიმერ პუტინის პარტიამ ერთიანი რუსეთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ Golos ქვეყნის მასშტაბით 3 600-მდე დარღვევა დააფიქსირა, რომელთა უმეტესობა ფოტოებითა და ვიდეო კადრებით არის დოკუმენტირებული. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შექმნილ საარჩევნო პირობებს აკრიტიკებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები