ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი — ვაშაძე ქართულ პოლიტიკაში დაპირისპირებაზე
მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაპირისპირება მათი ხელწერა არ არის და მათ შეუძლიათ, ქართველი პოლიტიკოსები შეარიგონ. ამის შესახებ ვაშაძემ Palitra News-ის ეთერში ისაუბრა.
"მე ერთი რამ ვიცი, რომ მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში და ჩვენი განსხვავებული ხელწერა ზუსტად აქ არის, ჩვენ შეგვიძლია, შევარიგოთ ეს ხალხი. ამისთვის გვინდა მხარდაჭერა — ჩვენ შეგვიძლია საქმეზე საუბარი დავაბრუნოთ პოლიტიკაში"
ჟურნალისტის კითხვას, ვისი შერიგება შეუძლია, ვაშაძე პასუხობს:
"ყველა აბსოლუტურად".
რეპლიკას ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნებისა და გახარიას შერიგებაზე კი ვაშაძემ ასე უპასუხა:
"არავის დაძმაკაცებას არ ვაპირებ, მაგრამ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს დაპირისპირების, თავპირისმტვრევის ფაზა ქართულ პოლიტიკაში და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. როცა ბევრი საქმე იქნება საკეთებელი, დამერწმუნეთ, ასეთ ქმედებებს ადგილი არ ექნება", — განაცხადა მან.
23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და აგინეს. ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.
მოგვიანებით ბრიფინგზე კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ სიტყვების გამო, რომელიც მისგან მოისმინა.
გუშინ, 24 სექტემბერს ევოკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ წუხს ამ ფაქტის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა მისასალმებელია.
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
კომენტარები