7 მიზეზი, რის გამოც გაზიანი სასმელები ორგანიზმისთვის საზიანოა
არსებობს მრავალი მოცემულობა, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვიბეჭდეს თავში და არასდროს დავინტერესებულვართ — "რატომ?"
მაგალითად, ის რომ გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნეა — ეს ცნობილია, მაგრამ რა გავლენა აქვს მას ორგანოთა სისტემაზე, შესაძლოა არც კი ვიცოდეთ.
1. შეიცავს შაქრის განუზომელ რაოდენობას
ნახშირწყლების სხვადასხვა ტიპების გარჩევაზე რომ არ მოგაცდინოთ, მხოლოდ საქარიდები განვიხილოთ. მეთვრამეტე საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა ახარდმა ჭარხლიდან კრისტალური შაქრის მიღების ტექნოლოგია შექმნა, რის შემდეგაც აღნიშნული სიტკბოება არა ფუფუნების საგანი, არამედ ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა.
თუმცა, ფაქტია, რაფინირებული შაქარი ჯანმრთელობისთვის მავნეა. რაფინირების პროცესში სასარგებლო ელემენტებისგან სრულად დაცლილი ნივთიერება კალორიების ნამდვილი ბუდე ხდება. ორგანიზმს ზედმეტად დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს მის გადასამუშავებლად და ხშირია მეტაბოლური პრობლემები.
2. თხევადი კალორიები ითვლება
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჭარბად მიღებული თხევადი კალორიები, რომელიც არ ავსებს კუჭს და არ ანაყრებს ადამიანს, ადვილად გარდაიქმნება მომატებულ კილოგრამებად.
3. მეტაბოლური პრობლემების შედეგია ღვიძლის გაცხიმოვნება
და მაინც — ქიმია. გლუკოზის მონელება ორგანიზმის ყველა უჯრედს შეუძლია, აი ფრუქტოზის გადამუშავება კი ღვიძლს აკისრია. ჭარბი გლუკოზა ღვიძლში გროვდება გლიკოგენის სახით.
მაშინ, როცა გაზიანი სასმელებს ვსვამთ, ღვიძლში არსებული გლიკოგენის "შენახვის მარაგი" კი ლიმიტსაა მიღწეული, იწყება გაცხიმოვნების პროცესი. სწორედ ამიტომ, ბევრ გამხდარ ადამიანსაც კი აწუხებს აღნიშნული პრობლემა.
4. იწვევს ინსულინრეზისტენტობასა და მეტაბოლურ სინდრომს
საშიშად ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ სისხლის მიმოქცევისას, ჰორმონ ინსულინს მიაქვს გლუკოზა თითოეულ უჯრედამდე, თუმცა როცა ინსულინრეზისტენტობა ვითარდება, ეს პროცესი ირღვევა და უჯრედის მგრძნობელობა ქვეითდება. ეს იწვევს ჭარბ, აუთვისებელ გლუკოზას სისხლში და შესაძლოა განვითარდეს: ათეროსკლეროზი, სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება და სხვა.
5. აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
ნაწლავური ფლორის დარღვევამ შესაძლოა სოკოვან დაავადებამდეც კი მიგვიყვანოს. გარდა ამისა, მეტაბოლიზმის დარღვევის კვალდაკვალ იმატებს ანთებითი და ინფექციური დაავადებების რისკი.
6. იწვევს დიაბეტს
ყველაფერ ზემოთქმულზე დაყრდნობით, რთული არაა მივხდეთ, რომ გაზიანი სასმელის ჭარბი მიღება შესაძლოა გახდეს მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებისთვის.
7. იწვევს დამოკიდებულებას
შაქრის გაზიანი სასმელის სახით მიღებისას ტვინში დოპამინი გამომუშავდება, რაც სიამოვნებას ანიჭებს მომხარებელს და ბუნებრივია, რომ გაზიან სასმელზე დამოკიდებულება ადვილად ვითარდება და, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება მისი ყოველდღიური რაციონიდან ამოგდება.
როგორც ხედავთ, ზედაპირული ფრაზის — "მავნეა ჯანმრთელობისთვის" — უკან შემაშფოთებელი რეალობაა და გაზიანი სასმელების დიდი დოზით მიღება ზიანს აყენებს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმსაც კი.
გააკეთეთ სწორი არჩევანი. აირჩიეთ ჯანმრთელობა ყოველდღე.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები