ნეტფლიქსის ახალ საი-ფაი ფილმში მერილ სტრიპი პრეზიდენტად გვევლინება — ნახეთ ტრეილერი
ფოტო: Netflix
რა როლში არ გვინახავს ლეგენდარული მერილ სტრიპი, თუმცა, საი-ფაი ფილმში პრეზიდენტის როლი არასდროს განუსახიერებია. და, აი, 72 წლის ოსკაროსან მსახიობს ამის შესაძლებლობაც მიეცა — ნეტფლიქსის ახალ ფილმში, Don’t Look Up, სტრიპს ჯენიფერ ლოურენსთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ვიხილავთ.
საი-ფაი კომედიას, რომელსაც ცოტა შავ-ბნელი ელფერიც დაჰკრავს, მაყურებელი თავდაპირველად კინოთეატრებში იხილავს მცირე ხნით, 24 დეკემბრიდან, შემდეგ კი ფილმი უკვე სტრიმინგ პლატფორმაზეც განთავსდება.
კინოსურათის რეჟისორი ადამ მაქკეია, როლებს კი ზემოხსენებულ ვარსკვლავებთან ერთად, ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე და ქეით ბლანშეტი განასახიერებენ.
რაც შეეხება ლოურენსსა და დიკაპრიოს, ისინი ორი არცთუ პერსპექტიული ასტრონომის როლს ასრულებენ, რომლებიც მოსალოდნელი უბედურების წინ პოლიტიკოსების გაფრთხილებას ცდილობენ. უბედურება კი ის უზარმაზარი ასტეროიდია, რომელიც დედამიწას უახლოვდება. პოლიტიკოსების სკეპტიკური დამოკიდებულება გაფრთხილებისადმი ერთგვარი ირონიული მინიშნებაა დღევანდელ სიტუაციაზე, როცა კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობებს ბევრი უგულებელყოფს.
ლოურენსი, რომელიც ასტრონომიის კურსდამთავრებულ ქეით დიბიანსკის განასახიერებს, თავისი პროფესორის, რენდალ მინდის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ ასტეროიდი პირდაპირ დედამიწას შეასკდება, ამიტომ, ცნობის გასავრცელებლად მედიას მიმართავს.
აი, მერილ სტრიპი კი აშშ-ის პრეზიდენტის როლშია, რომელიც ასტრონომების აღმოჩენას უფრო საეჭვოდ მიიჩნევს, ვიდრე სახიფათოდ.
"იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი შეხვედრა გვქონდა იმაზე, რომ 'სამყაროს დასასრული დადგა'?", — ეკითხება იგი მეცნიერებს.
რეჟისორი მაქკეი ადასტურებს, რომ სცენარის შექმნის ინსპირაცია კლიმატის ცვლილება იყო, თუმცა, პანდემიამ იდეა უფრო განავრცო. მისი თქმით, ფილმი იმაზეა, თუ როგორ ვურთიერთობთ დღეს ერთმანეთთან.
"ერთმანეთს ვეღარც ვესაუბრებით და ვეღარც ვთანხმდებით. ამდენად, ცხადია, ეს [ფილმი] კლიმატის ცვლილებაზეა, თუმცა, სიღრმისეულად თუ მივუდგებით, იმაზეც არის, თუ რა მოუტანა ინტერნეტმა, ტელეფონებმა და თანამედროვე სამყარომ ჩვენ შორის კომუნიკაციას".
-
ქრთამის აღების ფაქტზე "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: არასრულწლოვანების არა დასჯა, არა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება შალვა პაპუაშვილი: არასრულწლოვანების არა დასჯა, არა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება
გადახედვა
-
TI: კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევა დავაფიქსირეთ, სადაც "ქართული ოცნების" 227-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევა დავაფიქსირეთ, სადაც "ქართული ოცნების" 227-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება
გადახედვა
-
კალაძე: მეტი ჭკუა გვაქვს და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია კალაძე: მეტი ჭკუა გვაქვს და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია
გადახედვა
-
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცათ ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცათ
-
"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა" — კახა კალაძე ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე "ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა" — კახა კალაძე ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ქართველები ბრიუსელს არ მივასაკუთრებინებთ ევროპას და ნუ გველაპარაკებიან ევროპის სახელით. შალვა პაპუაშვილი: ქართველები ბრიუსელს არ მივასაკუთრებინებთ ევროპას და ნუ გველაპარაკებიან ევროპის სახელით.
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: ვხედავთ “სოვეტიზაციას” ბრიუსელის, რაშიც წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს შალვა პაპუაშილი: ვხედავთ “სოვეტიზაციას” ბრიუსელის, რაშიც წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს
გადახედვა
-
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
-
ადვოკატი: "ჯულიუს ბაერში" ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდეს მის მეუღლეს და შვილებს ადვოკატი: "ჯულიუს ბაერში" ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდეს მის მეუღლეს და შვილებს
გადახედვა
-
დინოზავრის ნამარხში მფრინავი რეპტილიის უცხო სახეობა აღმოაჩინეს დინოზავრის ნამარხში მფრინავი რეპტილიის უცხო სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვების ტელესკოპმა სამი ვარსკვლავის უიშვიათესი სისტემა გადაიღო ვების ტელესკოპმა სამი ვარსკვლავის უიშვიათესი სისტემა გადაიღო
გადახედვა
-
აზიასა და აფრიკას შორის არსებული ყურე შუაზე იხლიჩება — კვლევა აზიასა და აფრიკას შორის არსებული ყურე შუაზე იხლიჩება — კვლევა
გადახედვა
-
მოემზადე ზამთრისთვის — განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები თეგეტა მოტორსთან ერთად მოემზადე ზამთრისთვის — განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები თეგეტა მოტორსთან ერთად
-
საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს სარეგისტრაციო მოთხოვნა დაახარვეზა საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს სარეგისტრაციო მოთხოვნა დაახარვეზა
გადახედვა
-
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ეპშტეინთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებაზე — რა ვიცით ეპშტეინის საქმეზე? ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ეპშტეინთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებაზე — რა ვიცით ეპშტეინის საქმეზე?
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: შესაძლოა, მგლებმა საგნების გამოყენება ისწავლეს ნახეთ ვიდეო: შესაძლოა, მგლებმა საგნების გამოყენება ისწავლეს
გადახედვა
-
ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
გადახედვა
-
სომხეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავდაცვითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ცდილობს სომხეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავდაცვითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ცდილობს
გადახედვა
-
შსს სკოლებში ახალ პროექტს — "პროფესია პოლიციელს" იწყებს შსს სკოლებში ახალ პროექტს — "პროფესია პოლიციელს" იწყებს
გადახედვა

კომენტარები