დღეს რომ არჩევნები იყოს "ოცნება" 36%-ს, ენმ 27%-ს, გახარიას პარტია 11%-ს აიღებდა — რა წერია Edison Research-ის კვლევაში
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის 36% ქართულ ოცნებას ირჩევს, გამოკითხულთა 27% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 11% — გიორგი გახარიას პარტიას. დანარჩენი შედეგები ასე გადანაწილდა:
- ლეიბორისტული პარტია — 4%;
- ლელო — 4%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 4%;
- ევროპული საქართველო — 2%;
- გირჩი — 2%;
- მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 2%;
- პატრიოტთა ალიანსი — 2%
- დროა — 1%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 1%;
- მოქალაქეები — 1%;
- სხვა — 3%.
რაც შეეხება, რომელ პარტიას მისცემდით ხმას თბილისის მასშტაბით, კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას 32% ასახელებს, ნაციონალურ მოძრაობას 23%, 12% აქვს გიორგი გახარიას პარტიას, 9% — გირჩი — მეტი თავისუფლებას, ხოლო ლელოს 4%.
დანარჩენი შედეგი ასე განაწილდა:
- გირჩი — 4%;
- დროა — 3%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 3%;
- ლეიბორისტული პარტია — 3%;
- პატრიოტთა ალიანსი — 2%;
- მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1%;
- მოქალაქეები — 1%;
- სხვა — 3%.
თბილისის საკრებულოს მანდატების გადანაწილება კი კვლევის მიხედვით შემდეგნაირად მოხდა:
- ქართული ოცნება — 32,00%;
- ნაციონალური მოძრაობა — 23,00%;
- გახარიას პარტია — 11,60%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 8,90%;
- ლელო — 3,90%;
- გირჩი — 3,90%;
- დროა — 3,30%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 3,00%;
- ლეიბორისტული პარტია — 2,90%.
BO-2 porr.jpg
ამასთან, კითხვაზე, დღეს რომ თქვენს ქალაქში მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 43% ქართული ოცნების, 39% ნაციონალურ მოძრაობის, ხოლო 18% გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ასახელებს.
რაც შეეხება პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებას, კახა კალაძეს გამოკითხულთა 55% აფასებს პოზიტიურად, 45% — ნეგატიურად, გიორგი გახარიას 49% პოზიტიურად, 51% — ნეგატიურად, დავით ბაქრაძეს 48% პოზიტიურად, ხოლო 52% — ნეგატიურად.
სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:
- ანა დოლიძე: პოზიტიურად — 47%, ნეგატიურად — 53%;
- ნიკა მელია: პოზიტიურად — 46%, ნეგატიურად — 54%;
- ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიურად — 44%, ნეგატიურად — 56%;
- შალვა ნათელაშვილი: პოზიტიურად — 41%, ნეგატიურად — 59%;
- ბიძინა ივანიშვილი: პოზიტიურად — 40%, ნეგატიურად — 60%;
- ელენე ხოშტარია: პოზიტიურად — 40%, ნეგატიურად — 60%;
- ხატია დეკანოიძე: პოზიტიურად — 40%, ნეგატიურად — 60%;
- მიხეილ სააკაშვილი: პოზიტიურად — 38%, ნეგატიურად — 62%;
- გიორგი ვაშაძე: პოზიტიურად — 38%, ნეგატიურად — 62%;
- სალომე ზურაბიშვილი: პოზიტიურად — 37%, ნეგატიურად — 63%;
- ირაკლი კობახიძე: პოზიტიურად — 36%, ნეგატიურად — 64%.
- არჩილ თალაკვაძე: პოზიტიურად — 36%, ნეგატიურად — 64%;
- დავით უსუფაშვილი: პოზიტიურად — 36%, ნეგატიურად — 64%;
- ალექსანდრე ელისაშვილი: პოზიტიურად — 36%, ნეგატიურად — 64%;
- ზურაბ ჯაფარიძე: პოზიტიურად — 34%, ნეგატიურად — 66%;
- კახა კუჭავა: პოზიტიურად — 34%; ნეგატიურად — 66%;
- ანა ნაცვლიშვილი, პოზიტიურად — 34%, ნეგატიურად — 66%;
- გიგი წერეთელი: პოზიტიურად — 31%, ნეგატიურად — 69%;
- სალომე სამადაშვილი: პოზიტიურად — 30%, ნეგატიურად — 70%;
- ბადრი ჯაფარიძე: პოზიტიურად — 29%, ნეგატიურად — 71%;
- მამუკა ხაზარაძე: პოზიტიურად — 29%, ნეგატიურად — 71%;
- ირმა ინაშვილი: პოზიტიურად — 27%, ნეგატიურად — 73%;
- ნინო ბურჯანაძე: პოზიტიურად — 26%, ნეგატიურად — 74%;
- საბა ბუაძე: პოზიტიურად — 25%, ნეგატიურად — 75%;
- გიგა ბოკერია: პოზიტიურად — 24%, ნეგატიურად — 76%.
ამასთან კითხვაზე, როგორ ფიქრობთ ზოგადად ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი თუ არასწორი მიმართულებით?, გამოკითხულთა 32% პასუხობს, რომ სწორი, ხოლო 68%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, 76% ამბობს, რომ აუცილებლად მიიღებს, სავარაუდოდ მიიღებს — 16%; სავარაუდოდ არ მიიღებს — 3%; საერთოდ არ მიიღებს — 3%; ხოლო არ იცის/უარს ამბობს პასუხზე — 2%.
კვლევაში ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ ვის დაუჭერენ მხარს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. აღნიშნულის შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 74%;
- საქართველოსთვის — გიორგი გახარია — 12%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 4%;
- ლეიბორისტული პარტია — 2%;
- ლელო — 2%
- ხალხისთვის — ანა დოლიძე — 1%;
- პატრიოტთა ალიანსი — 1%;
- მოქალაქეები — 1%;
- სხვა — 3%.
ხოლო იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც აცხადებენ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 88% 2021 წელს ხმას მისცემდა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, გიორგი გახარიას პარტიას — 4%; ევროპული საქართველოს — 3%; ხოლო სხვას — 5%.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში? ქართული ოცნების შემთხვევაში 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია, 16% — არ არის; ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, დარწმუნებულია — 89%; ხოლო 11% არ არის, რაც შეეხება მას, ვინც გახარიას პარტია აირჩია, 76% საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია, 24% კი ამბობს, რომ არ არის.
ხოლო კითხვა, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ასაკობრივად ასე გადანაწილდა:
- 18-24 წელი: ქართული ოცნება — 27%; ოპოზიცია — 73%;
- 65+ წელი: ქართული ოცნება — 48%; ოპოზიცია — 52%.
Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1500 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები