ვოლსკის აზრით, ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის შექმნაზე უტოპიურად ჟღერს

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
პარლამენტის ვიცე–სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს. ასე ეხმაურება ის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმაზე, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის საჭიროა.
"დღევანდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, გავაანალიზებთ, რომელი პარტიები, რომელი პარტიული სუბიექტები არიან პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, აქ უტოპიურად ჟღერს, მაგალითად, კოალიციის შექმნა ნაციონალურ მოძრაობასთან, იგივე გახარიასთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ნაწილად იქცა და ნებისმიერ სხვა პარტიასთან", — ამბობს ვოლსკი.
ვოლსკი ასევე დაინტერესდა, თუ რომელი პარტიების კოალიციის არსებობა წარმოდუგენია ზურაბიშვილს.
"შეკითხვას დავუსვამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის, რომელიც პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება საქართველოში მისთვის სასურველი, ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი სტაბილურობა განაპირობოს", — აღნიშნავს ის.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 28 სექტემბერს ფრანგულ ჟურნალ JDD-სთან ინტერვიუში თქვა რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილი დასძენს, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას კოალიციური მთავრობა, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.
ამავე თემაზე:
- ზურაბიშვილის განცხადებას ვეთანხმები, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა — ჯაფარიძე
- ზურაბიშვილი პრეზიდენტია, რომელსაც უსმენენ, ამიტომ გააცნობიერა, რომ საჭიროა კოალიციური მთავრობა — კორძაია
- კოალიციური მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის — კალაძე
- მონა აღარ არის პრეზიდენტი? — ქადაგიშვილი ჟურნალისტებს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები