რას ფიქრობენ თბილისის მერობის კანდიდატები ლგბტ თემისა და ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისის ძალადობაზე
partiebi.ge-ზე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის მერობის კანდიდატების პოზიციები გამოქვეყნდა. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას საშუალება ეძლევა სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხზე თბილისის მერობის კანდიდატების ხედვებს გაეცნოს.
On.ge-ს partiebi.ge-ში განუცხადეს, რომ საიტზე მხოლოდ იმ პოლიტიკოსების ხედვებია განთავსებული, რომლებმაც შესაბამისი კითხვარი შეავსეს. გამონაკლისია კახა კალაძე, რომლის პოზიციებიც ორგანიზატორებმა მისივე საჯაროდ ხელმისაწვდომ საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით დაწერეს. ჯერჯერობით საიტზე 16 კანდიდატიდან მხოლოდ 5-ის — კახა კალაძის, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას, ანა ბიბილაშვილისა და თამარ კეკენაძის პოზიციები ფიქსირდება.
სხვა თემებთან ერთად, კანდიდატებს ჰკითხეს, რას ფიქრობენ ივლისში ლგბტქ+ თემისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი ძალადობის მიუღებლობის შესახებ შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლება.
ნიკა მელია
ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ძალადობა მიუღებელია და მოძალადეები უნდა დაისაჯონ.
"სახელმწიფომ უნდა აღასრულოს კანონი. არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია რაიმე განმასხვავებელი ნიშნით", — ვკითხულობთ მელიას პასუხში.
გიორგი გახარია
ძალადობას მიუღებლად მიიჩნევს ექსპრემიერი და პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიაც.
"სახელმწიფოს ვალდებულებაა, არ დაუშვას ძალადობა, უზრუნველყოს როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე, ადამიანების უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი", — აცხადებს ის.
ანა ბიბილაშვილი
ლელოს მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის პოზიციაა, რომ თბილისი ისტორიულად ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ადგილია.
"დაუშვებელია ქალაქის ქუჩებში განსხვავებული ნიშნით ადამიანების დევნა და მათ მიმართ ძალადობა. თბილისი უნდა იყოს თანასწორობის, თანადგომის, განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობის ქალაქი ყველასათვის", — აღნიშნულია ანა ბიბილაშვილის პასუხში.
თამარ კეკენაძე
სტრატეგია აღმაშენებლის მიერ დაფუძნებული მესამე ძალის კანდიდატი და პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ერთადერთია, ვინც ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა.
თამარ კეკენაძის განცხადებით, 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა როგორც მედიის წარმომადგენლების, ასევე, ლგბტქი+ თემის მიმართ არის ძალიან მძიმე და მიუღებელი დანაშაული საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისთვისაც ადამიანი, მისი გამოხატვის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება უმთავრესი ღირებულებაა.
"სახელმწიფოს რეაგირება უნდა ყოფილიყო მკაფიო, რომელიც კონკრეტული ქმედებებით დაგვანახებდა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები და თანასწორობა დაცულია, კონსტიტუცია კი — უმაღლესი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის შეკრების თავისუფლებას", — აღნიშნავს თამარ კეკენაძე.
კეკენაძე ამბობს იმასაც, რომ მთელი მისი პროფესიული საქმიანობა მიმართულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ისეთი საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობების უფლებები თანაბრად დაცული იქნება.
"მიხარია, რომ როგორც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარეს, შესაძლებლობა მქონდა, ხელი მომეწერა ლგბტქ+ ადამიანთა უფლებების დაცვის მემორანდუმზე, რომლის ფარგლებში პარტიები ვიღებთ ვალდებულებას, დავიცვათ მათი უფლებები და არ დავუშვათ მათ მიმართ დისკრიმინაცია", — აცხადებს კეკენაძე.
კახა კალაძე
ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის ხედვა საიტზე არ ფიქსირდება — როგორც უკვე აღვნიშნეთ, Partiebi.ge-ზე სხვადასხვა საკითხზე კალაძის ხედვა პროგრამიდან არის აღებული.
თუმცა კალაძეს ამ თემაზე პოზიცია საჯაროდ აქვს დაფიქსირებული. 5-6 ივლისის მოვლენებისა და ოპერატორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მან მედიის წარმომადგენლებს მიმართა და 5 ივლისს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა "ტელევიზიებიდან წამოსულ ბულინგს, ცილისწამებასა და დამცირებას" გაუთანაბრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მოქმედ მერს ამ მოვლენების შეფასებისას ლგბტ თემის უფლებებზე არ უსაუბრია, ხოლო ივნისში აღნიშნავდა, რომ პრაიდ კვირეულის ჩატარებას და "პროპაგანდას" მიზანშეუწონლად მიიჩნევს. გარდა ამისა, თბილისის მოქმედ მერს ჰგონია, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ ილახება. კახა კალაძის მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანებს არავინ დასდევს, მათ "არ აგდებენ" სამსახურიდან და ყველა სერვისზე მიუწვდებათ ხელი. ეს რაც სიმართლეს არ შეესაბამება — საქართველოში არაერთი ადამიანზე უძალადიათ და მოუკლავთ სექსუალური თუ გენდერული იდენტობის გამო, მათ უჭირთ სამსახურის დაწყება და სერვისების მიღებაც.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები