ღვინოზე ახალგაზრდა, მაგრამ პაპირუსზე ძველი — კერამიკული ფილები უხსოვარი დროიდან დღემდე
კერამიკული ფილების წარმოება 5 000 წლის წინ იღებს სათავეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ფილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 000 წლით თარიღდება. რა თქმა უნდა, მანამდე საქართველოში უკვე ქვევრში იწურებოდა ღვინო, მაგრამ კაცობრიობის ისეთი მიღწევა, როგორიც პაპირუსია, კერამიკულ ფილაზე გვიან შეიქმნა.
კერამიკული ფილების წარმოება ათასწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა ტექნოლოგია, დიზაინი, წარმოების პროცესი და მისი გამოყენებაც სულ უფრო ფართოვდებოდა.
დღეს ამ პროდუქტის დანიშნულება იგივეა, რაც 5 000 წლის წინათ იყო, თუმცა ახლა ის კომპიუტერული სისტემებისა და მაღალტექნოლოგიური ხაზების მეშვეობით იწარმოება. გამრავალფეროვნდა ნედლეულიც და აღარ მზადდება მხოლოდ თიხით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე კედლებისა და იატაკის მოსაპირკეთებლად უამრავი სხვადასხვა მასალაა წარმოდგენილი, კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები კვლავაც შეუცვლელია. სწორედ ეს განაპირობებს ამ დარგის განვითარებას და რიგ ქვეყნებში მთელ ინდუსტრიად ჩამოყალიბებას.
გასული საუკუნის შუა პერიოდიდან ფილების წარმოების ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა მეზობელ თურქეთში. აქ არაერთი კომპანიაა, რომელიც თავის პროდუქციას მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ყიდის და საექსპორტო არეალს წლიდან წლამდე აფართოებს. ერთ-ერთი წარმატებული თურქული კომპანიაა Bien, რომელიც საქართველოშიც, კერძოდ, სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ ნოვაშია წარმოდგენილი.
Bien-ის კერამიკულ ფილებს საუკეთესო ხარისხი და შეუდარებელი ესთეტიკა გამოარჩევს. ამას კი კომპანიამ ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დანერგვით მიაღწია და გასაოცარ კოლექციებს ქმნის.
მაგალითად, აბაზანისთვის განკუთვნილი ფილების მქრქალი ზედაპირი წყალს არ იღებს, რისი წყალობითაც ეს მასალა წლობით ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ზოგადად, ამ სფეროში წამყვანი თურქული კომპანია Bien წარმოებაში სულ უფრო მეტად იყენებს კომპიუტერულ სისტემებს და ავტომატიზებულ ხაზებს, რითაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორების გავლენას.
კომპანიის ასორტიმენტი ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 ახალი კოლექციით ივსება და თითოეულ მათგანზე დიზაინერების კონკრეტული ჯგუფი მუშაობს. დღეს ეს ბრენდი უკვე იმდენად ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი, რომ მომხმარებელი არჩევანის რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესის წინაშე დგება.
Bien-ის ფილების უპირატესობები:
- არ იკაწრება და იბზარება
- არ ხუნდება
- ანტისტატიკურია
- ეკოლოგიური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
- ადვილი მოსავლელია
- არ ლაქავდება
- კარგი თბოგამტარია
- მყარია
- არ ატარებს დენს
- დიდ დატვირთვებზე არ განიცდის დეფორმაციას
- წყალგამძლეა
- აქვს დახვეწილი დიზაინი და ორიგინალური ფაქტურა.
Bien-ის კერამოგრანიტის მახასიათებლები
1300 გრადუსზე გამომწვარი თიხა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ კერამოგრანიტის ფილები მოსაპირკეთებელი მასალების ცალკე კლასად გამოიყო, თავისი უნიკალური თვისებების გამო. კერამოგრანიტი გარეგნულად ბუნებრივ ქვას მოგვაგონებს, თუმცა ამ უკანასკნელის ნაკლოვანებები არ ახასიათებს. ეს ერთგვაროვანი და ძალიან მტკიცე მასალაა. კერამოგრანიტი წყალგამძლეა და შესანიშნავად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს -50C-დან +50C-მდე. კერამოგრანიტს გამოარჩევს აბსოლუტური უცვეთელობა, არ ხუნდება და ეკოლოგიურია.
კაფელის ფილების უპირატესობა
კერამიკული ფილები, გარდა უნიკალური ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:
1. აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს – კაფელი არ იწოვს ჭუჭყსა და სინესტეს, არ ზიანდება საწმენდი და სარეცხი საშუალებებით, უძლებს მექანიკურ დატვირთვებს, მათ შორის დარტყმას;
2. ადვილი გასაკრავია;
3. დიზაინერული გაფორმების მეტი შესაძლებლობები – კაფელს შეიძლება ჰქონდეს პრიალა, მქრქალი ან რელიეფური ზედაპირი. მისი მეშვეობით კედელზე შეგიძლიათ ნახატი ან მთელი პანო შექმნათ.
სად შევიძინოთ
Bien-ის უზარმაზარი ასორტიმენტია წარმოდგენილი სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველასთვის კარგად ცნობილ მეგაცენტრ „ნოვაში “. აქ მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტები დაგეხმარებიან სასურველი და საჭირო პროდუქციის შერჩევაში, ზუსტად დაგითვლიან თქვენი ფართისთვის საჭირო რაოდენობას და ზედმეტ დანახარჯებსაც აარიდებთ თავს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ნოვაში წარმოდგენილია Bien-ის შემრევი ონკანებიც როგორც აბაზანისთვის, ისე სამზარეულოსთვის. საყურადღებოა, რომ კომპანია ამ ნაწარმის დიზაინსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებულ ონკანებსა და აქსესუარებს წარმოგიდგენთ.
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები