Wolt თბილისში Wolt Market-ების გაშვებას აანონსებს
წლის ბოლომდე Wolt თბილისში რამდენიმე Wolt Market-ს გახსნის. Wolt Market სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი სუპერმარკეტის კონცეფციაა, რომელიც ბაზრის მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა. Wolt Market-ის შექმნის მიზანი მომხმარებლისთვის სურსათის, სასმელის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შეკვეთის მნიშვნელოვნად გამარტივება და ძალიან სწრაფი მიწოდებაა. Wolt Market მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს, რაც გულისხმობს, რომ შეკვეთილი პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება ყველაზე სწრაფად და მარტივად სახლიდან გაუსვლელად.
"ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ჩვენი მომსახურების და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის. ბაზრის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ამის მისაღწევად, ჩვენს პლატფორმაზე საცალო პროდუქტების დიდი არჩევანის არსებობა, მუდმივი ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიტანა გადამწყვეტია", — აღნიშნავს Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი და ამატებს — "Wolt Market საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ Wolt-ის მომხმარებელს ბევრად გავუმარტივოთ პროდუქტების შეკვეთა, და, რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან კომფორტული გავხადოთ, მიტანა კი — ყველაზე სწრაფი".
Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებელი Wolt-ის პლატფორმაზე 2,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეკვეთას შეძლებს, რომელსაც სულ რაღაც 15-25 წუთში მიიღებს. Wolt Market თბილისის თითქმის ყველა უბანში უკვე წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მომავალი წლიდან ის ბათუმსა და ქუთაისშიც გაეშვება.
Wolt-ის პირველი Wolt Market ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. ახლა უკვე Wolt Market წარმატებულად ფუნქციონირებს ფინეთის სხვა ქალაქებშიც. წლის ბოლომდე Wolt Market ოპერირების დაწყებას Wolt-ის თითქმის ყველა ბაზარზე გეგმავს.
Wolt Market საქართველო კი ტალანტებს ძიების პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 25,000-ზე მეტ რესტორანსა და 50,000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.
Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 1,000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათეულ ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები