რას ფიქრობენ მელია, ხოშტარია და ჯაფარიძე ქართულ ოცნებასა და გახარიასთან კოალიციაზე
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე ქართულ ოცნებასთან კოალიციას გამორიცხავენ. ამის შესახებ მათ ტელევიზიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ქართულ ოცნებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "ლაპარაკი ყველასთან საჭიროა, კოალიცია გამორიცხულია".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით კი, ქართულ ოცნებას სურვილი რომ ჰქონოდა და "დაშვების დონეზე მაინც" რომ მოეხდინათ დემონსტრირება კოალიციური მმართველობის არსებობის, შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა — არა.
"გამომდინარე იქიდან, რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად უბრალოდ ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში, რა თქმა უნდა, გამორიცხულია", — აცხადებს მელია.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, თანამშრომლობას განიხილავს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლის წარმომადგენლებიც არ იტყუებიან, ხოლო ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
"თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რომ რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს რაღაცა მერე უნდა შესრულდეს და ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე მე თანამშრომლობა უბრალოდ არ მესმის. დღევანდელ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა არის გამორიცხული", — თქვა მან.
ამასთან, ის გამორიცხულს უწოდებს ყოფილ პრემიერმინისტრთან, გიროგი გახარიასთან თანამშრომლობასაც.
"ჩემი აზრით, გახარიასთანაც, ჩემი გადმოსახედიდან, პირველ რიგში მაგის გამო. არა იმის გამო, რომ მე ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი შეცდომა, მათ შორის, დანაშაულებიც ჩადენილა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის გამო კი არა, იმის გამო, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, დღეს, ამ წუთში ეგ ხალხი არიან ჩვეულებრივი მატყუარები და გადამგდებები და მაგის გამო შეუძლებელია რამე თანამშრომლობაზე ფიქრიც კი" — ამბობს ჯაფარიძე.
რაც შეეხება მელიას პოზიციას გახარიასთან კოალიციასთან დაკავშირებით, მისი განცხადებით, სანამ გახარია "შეცდომებზე სიმართლეს არ იტყვის", მანამდე მასთან არა თანამშრომლობას, ადამიანურ ურთიერთობასაც გამორიცხავს.
"მე და ბატონ გახარიას შორის ურთიერთობა თუ არ არის გარკევეული, მინიმუმ, მედიის წარმომადგენლებში ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვხატავდი გაკვირვებას, იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ იცის ჩემი და ბატონი გახარიას ურთიერთობა. ამ ადამიანმა, ჩემი აზრით, ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა და სანამ ამ შეცდომაზე ის სიმართლეს არ იტყვის და რას ვგულისხმობ — 20 ივნისი და ბაჩანა შენგელიას დედის სიკვდილი, ია კერზაიასი — მე ასეთ ადამიანთან არა უბრალოდ თანამშრომლობას, ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობასაც გამოვრიცხავ", — აღნიშნა მელიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები