Power BI — აღმოაჩინეთ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე პლატფორმა
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ექსპონენტურად ვითარდება და დაგროვებული მონაცემების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ადამიანებს გვიჭირს ამ ტემპის წარმოდგენა და მითუმეტეს გვირთულდება, მონაცემების მასშტაბის აღქმა.
იცოდით, რომ თქვენი კომპიუტერი ყოველ 18 თვეში აორმაგებს ინფორმაციის დამუშავების სიმძლავრეებს, ანუ ორჯერ მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია? ის თუ იცოდით, რომ ყოველ ცხრა თვეში ორმაგდება ერთი ოპტიკური ბოჭკოთი გადაცემული ინფორმაციის მოცულობა? რას იტყვით იმაზე, რომ ყოველ ცამეტ თვეში ორმაგდება ჰარდ დრაივის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე შენახული მონაცემების რაოდენობა?
როგორც ამბობენ, მონაცემები ახალი ნავთობია, მისი დამუშავებით მიღებული ინფორმაცია კი — განსაკუთრებულად ღირებული. Business Intelligence (BI) არის ის, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ ამბები, რომელსაც თქვენი მონაცემები გიყვებათ. ის აერთიანებს სტრატეგიებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა ანალიზისთვის. ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ BI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტზე, Microsoft Power BI-ზე ვისაუბრებთ.
Power BI არის ბრწყინვალე დამატება Microsoft-ის ოჯახში. ალბათ, წაგიკითხავთ სტატიები და ბლოგები რამდენად განსხვავებულია Power BI პოპულარულ MS Excel-თან შედარებით — მაგრამ, მაინც რამდენად განსხვავებულია ის?
- Power BI-ის შეუძლია გაუმკლავდეს უზარმაზარი რაოდენობის ნედლ მონაცემებს (Raw Data) და ასევე, მონაცემთა მრავალრიცხოვან ცხრილებს. ამ ანალიტიკურ ინსტრუმენტს უნარი აქვს შეტვირთოს და დაამუშაოს უზარმაზარი მოცულობის (რამდენიმე ასეულ GB-მდე) მონაცემი ერთ .PBIX ფაილში. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მონაცემების მორგება და ფორმირება თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
- მდიდარი, ინტერაქციული ვიზუალიზაცია, ფილტრებისა და იერარქიული ანალიზის დახმარებით, Power BI-ში გაწვდით ინფორმაციას სრული ხედვით. რეპორტში დამატებით დაზუსტებების ან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პასუხები ჩვეულებრივი ფრაზებისა და ბუნებრივი ენის გამოყენებით, კოდის ნაცვლად.
- პროგნოზირების ფუნქცია იყენებს ჩაშენებულ მოდელებს, რათა ავტომატურად აღმოაჩინოს სიტუაციის შესაძლო განვითარების სცენარი (სხვადასხვა დროით ჭრილში) და გააკეთოს პროგნოზები ან შეფასებები შესაძლო მომავლის შესახებ. Power BI უყურებს თქვენს მონაცემებს და ირჩევს საუკეთესო ალგორითმს პროგნოზის გასაშვებად. ეს პროგნოზირების ინსტრუმენტი მის მომხმარებლებს გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს მონაცემებზე გამოიყენოთ როგორც მანქანური სწავლება (ML), ასევე ხელოვნური ინტელექტი (AI).
- რეპორტების შექმნის შემდეგ, დრო მოვიდა მათი გაზიარების. MS Excel-ში ეს გულისხმობს ელ. ფოსტის გაგზავნას მძიმე ფაილით ან/და საზიარო დრაივზე ან SharePoint-ის პლატფორმაზე მის ატვირთვასა და ყოველ ჯერზე შეტყობინებების გაგზავნას განახლებების შესახებ. Power BI-ში მონაცემების გაზიარება შესაძლებელია თქვენი რეპორტების უშუალოდ Power BI-ის სერვისზე გამოქვეყნებით, Cloud-ზე დაფუძნებული სერვისით, რომელსაც მასპინძლობს Microsoft და ავტომატიზირებს მონაცემების პერიოდულ განახლებას. შედეგად, ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც ექნება ერთჯერადად გაზიარებული თქვენს მიერ მომზადებული რეპორტი, შეძლებს ნებისმიერ მომენტში განახლებული შედეგების ყურებას.
- როდესაც ვსაუბრობთ User Experience (UX)-ზე, ამ მიმართულებით ექსელი მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება მობილურით ინფორმაციის მიღებას.
IOS, Android და Windows-ის ძლიერი Power BI-ის მობილური აპლიკაციით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გქონდეთ წვდომა საინფორმაციო დაფებზე და ანგარიშებზე. მეტიც, შეგიძლიათ მობილურზე შეტყობინების სახით მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ ინდიკატორთან დაკავშირებით.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც Power BI გამოირჩევა. თუ დიდი მოცულობის მონაცემებთან გაქვთ შეხება და გჭირდებათ მათი ეფექტური დამუშავება და ვიზუალიზაცია BDO Academy გთავაზობთ კურსს: მონაცემთა ვიზუალიზაცია, რომლის მიზანია მსმენელებმა შეძლონ Power BI-ის, როგორც მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალების, ეფექტურად გამოყენება ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები