პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. ფეიკი — ქართული ოცნება მთავარი არხის მასალებზე
ქართული ოცნება 28 სექტემბერს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები ფეიკია და ამგვარი სლაიდები ქართულ ოცნებაში არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასდროს მომზადებულა.
"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იქნა თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია.
გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო", — აცხადებენ პარტიაში.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის, "მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის" მიმართ მათი დამოკიდებულების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ სჭირდება.
"ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.
მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის, ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს!", — ამბობენ ისინი.
მთავარმა არხმა 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია ებრაელი პოლიტტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტისა და ქართული ოცნების კონტრაქტის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად რამდენიმე მიზანია გაწერილი. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ამ მიზნებში აღნიშნულია ოპოზიციური არხების, ცალკეული ჟურნალისტების დისკრედიტაცია და ასევე, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილი და ღრმად დახვეწილი სტრატეგიის" დაგეგმვის საჭიროება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ გახარიას წინააღმდეგ ერთ-ერთ სტრატეგიად ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული ნარატივის შექმნა განიხილებოდა.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები