ივანიშვილის როლის ხაზგასმა სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის გავლებას ართულებს — საია-ს ანგარიში
საიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიულ ღონისძიებებზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლზე ხაზგასმა პარტიასა და სახელწიფოს ზღვრის გავლებას ართულებს, რაც ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ.
"გამომწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსოფიცინირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი პარტიული ღონისძიებების დროს სახელისუფლებო ინიციატივებსა და პროექტებზე საუბრისას მუდმივად ხაზგასმით მიუთითებდა პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის როლზე, ასევე მის ფინანსურ წვლილზე", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, საიას ცნობით, თიანეთის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, მირზა გელოვანის სახლ–მუზეუმში პრემიერმინისტრის ვიზიტის შესახებ, სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და ფინანსური მხარდაჭერაა აღნიშნული.
"ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი და ლიდერია, ხოლო, ფონდი ქართუ მის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაცია. კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების ტირაჟირება ამომრჩევლისთვის ართულებს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის გავლებას", — წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, აქვე აღრიცხულია მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების წარდგენისას, მათ მიერ ბიძინა ივანიშვილის როლსა ფინანსურ წვლილზე საუბრის რამდენიმე მაგალითი.
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. ანგარიში 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ფარავს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები