იცოდით, რომ საქართველოშიც სახლობენ ქურდბაცაცა ენოტები? აი, სამხილებიც
ენოტები თავიანთი უნიკალური ხასიათის გამო ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავები არიან. თუ თქვენც მათ მოყვარულთა შორის ხართ, ალბათ, გული გწყდებოდათ ხოლმე, რომ ეს სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული და მათთან პირადად შეხვედრის ძალიან მცირე შანსები გქონდათ, მაგრამ...
ენოტი რისი ენოტია, დადგენილ საზღვრებს რომ არ გასცდეს და აი, თურმე ოდესღაც საქართველოშიც ჩამოუღწევია. მეტიც, აქაურ გარემოს საკმაოდ კარგად შეეგუა და ფეხიც მოიკიდა.
ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, სადაც ქართული ბიომრავალფეროვნებით დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს, გამოჩნდა კახეთში გადაღებული ენოტის ფოტოები და შესაბამისმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა: ბევრმა პირველად გაიგო, რომ საქართველოშიც შეიძლება გადააწყდე ცხოველების ამ სახეობას.
ამ რეზონანსული კადრების ავტორი, ალექსანდრ ოსიაშვილი, აცხადებს, რომ მას ეს ქურდბაცაცა არსებები ხშირად სტუმრობენ და ყურძენს ჰპარავენ — ხან მარტო, ხანაც კიდევ ჯგუფურად.
On.ge-სთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ დაუკითხავი სტუმრობის მიუხედავად, თავად ენოტების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ხშირად თავადაც კვებავს მათ.
"ზამთრის ბინაც მოვუწყე ყოველი შემთხვევისთვის", — ამბობს ალექსანდრ ოსიაშვილი.
ეს ფოტოები გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყშია გადაღებული და როგორც ჩანს, კამერის წინა პოზიორობაც შეიფერა ამ ენოტმა.
ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომ ადგილობრივებმა შემთხვევით, მოყვარული კამერით დააფიქსირეს ენოტები: იმავე პოსტის კომენტარებში მარია ბიჭიკაშვილმა გააზიარა, როგორც თავად ამბობს, დაახლოებით ერთი წლის წინ მამამისის მიერ გადაღებული ფოტო, რომელშიც მთელი ოჯახობაა ასახული.
როგორც ჩანს, ენოტები საქართველოში განსაკუთრებით კახეთით მოიხიბლნენ: ისევ გურჯაანში, ამჯერად კურორტ ახტალაში დააფიქსირეს ეს ფუმფულა და მსუნაგი არსება.
ამ ფაქტების გამო აღფრთოვანებასთან ერთად ბერვმა იმ საფრთხესაც გაუსვა ხაზი, რომელიც ამ არაენდემური მტაცებელი ძუძუმწოვრების სახეობის უკონტროლო გავრცელებამ შეიძლება შეუქმნას ადგილობრივ, ქართულ ბიომრავალფეროვნებას.
საინტერესოა, როდიდან და რატომ გვხდება ენოტი საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხი ეკოლოგმა ალექსანდრე ქიტიაშვილმა გაგვცა:
"საბჭოთა კავშირში ენოტები კავკასიაში და კიდევ რამდენიმე ადგილას ბეწვის ქარხნებისთვის შემოიყვანეს 30-იანი წლებიდან რამდენიმე ეტაპად. საქართველოში პირდაპირ არასოდეს შემოუყვანიათ, მაგრამ 50-იანი წლებიდან აზერბაიჯანიდან გადმოვიდნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და 80-იან წლებში კრასნოდარის ოლქიდან გადმოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. საცხოვრებელ გარემოს იფართოებენ გაზის მილების და მდინარის კალაპოტების გაყოლებაზე. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით დაფიქსირებულია კახეთის მთელ ტერიტორიაზე და თბილისისა თუ რუსთავის მიდამოებში. დასავლეთ საქართველოში ჯერჯერობით ფიქსირდება მხოლოდ აფხაზეთში, მაგრამ სავარაუდოდ არეალი უფრო დიდი აქვთ".
ცხადია, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ენოტების გავრცელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ენდემურ სახეობებს, რაზეც, იმედია, ამ დარგის სპეციალისტები იზრუნებენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.
ამავადროულად კი ცხოველთა რიგით მოყვარულებსაც აქვთ სიხარულის მიზეზი, რადგან თურმე ჩვენს სიახლოვესაც შეიძლება გადავაწყდეთ ამ ონავრებს და თანაც, როგორც ალექსანდრე ქიტიაშვილი აღნიშნავს, "ბოლო პერიოდში ენოტებმა დაიწყეს ხალხის სიახლოვეს გამოჩენა და როგორც ყველა ქვეყანაში, ალბათ, მალე საქართველოშიც ურბანულ ცხოველად გვეყოლება".
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები