COVID-19-ისგან ყნოსვის დაკარგვას ფიზიკური, მენტალური და სოციალური საფასური აქვს
ყნოსვის დაკარგვის COVID-19-ის სიმპტომად ოფიციალურად აღიარებას გარკვეული დრო კი დასჭირდა, თუმცა დღეს ის ამ ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთ განმსაზღვრელ მახასიათებლადაა ქცეული. მართლაც, უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ COVID-19-ს ყნოსვის რეცეპტორებზე უნიკალური გავლენა აქვს. ამასთან, იმ ადამიანთა 10%, რომლებსაც ეს სიმპტომი გამოუვლინდათ, ყნოსვასა და გემოს შეგრძნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ექვსი თვის მერეც განიცდის.
ამ მდგომარეობას ცხოვრების ხარისხზე სიღრმისეული გავლენის ქონა შეუძლია. იმის გასარკვევად, თუ რას განიცდიან ისინი, ვისაც ყნოსვა ხანგრძლივად დაუქვეითდა, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა "ხანგრძლივი კოვიდის" მქონე ადამიანები გამოჰკითხეს.
კვლევაში 9 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო და მის შედეგად ყნოსვის დაქვეითების ის შედეგები გამოიკვეთა, რომლებიც ამ გამოცდილების არმქონეთათვის მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს. ქვემოთ იმ დასკვნებს წაიკითხავთ, რომელთა გაკეთებაც ამ ადამიანთა მონათხრობზე დაყრდნობით გახდა შესაძლებელი.
ჭამისგან სიამოვნების მიღების დასასრული
"ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი უჭირთ იმის გაგება, თუ რამდენად მწვავეა დანაკლისი და ის გავლენა, რომელიც მან ჩემს ცხოვრებაზე იქონია".
სანამ უშუალოდ კვლევის შედეგების განხილვაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე არსებითი ტერმინი განვმარტოთ. ყნოსვის სრულად დაკარგვას ანოსმია ეწოდება. პაროსმია კი იმ მდგომარეობას მიემართება, როცა ადამიანი სუნებს შეცვლილად — როგორც წესი, უსიამოვნოდ — აღიქვამს. გემოს ადამიანი ენაზე განთავსებული რეცეპტორებით შეიგრძნობს. არომატი კი ის საერთო შეგრძნებაა, რასაც ჭამისას განვიცდით — ამ გამოცდილებაში ყნოსვას დიდი როლი აქვს, თუმცა მასში სხვა შეგრძნებებიც მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა ენით გემოს შეგრძნება შეგვიძლია, ყნოსვის დაკარგვას არომატის აღქმაზე დიდი ზეგავლენა აქვს.
პირველი მოულოდნელობა, რაც კვლევისას გამოვლინდა, ისაა, თუ როგორი არაპროგნოზირებადი და დეზორიენტაციის გამომწვევი შეიძლება იყოს შეგრძნებითი გამოცდილების დაკარგვა. ზოგისთვის დანაკლისი აბსოლუტური იყო:
"ეს სინათლის ჩაქრობას ჰგავდა: რამდენიმე საათში 100%-დან 0%-ზე დავიდა... არანაირი შეცვლილი სუნები, არანაირი უსიამოვნო სუნი, არაფერი. თითქოს, ჩემი ცხვირი გამორთესო".
სხვებისთვის სიმპტომები პერიოდულად იცვლებოდა. ანოსმია პაროსმიაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო. საჭმელი, რომელსაც ერთ დღეს მშვენიერი არომატი ჰქონდა, მეორე დღეს საზიზღარი ხდებოდა. სოციოლოგები მსგავს მდგომარეობას "ქაოსურ ნარატივს" უწოდებენ და ის ცხოვრებას ერთობ რთულს ხდის. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მისი არც მართვაა შესაძლებელი და არც კონტროლი.
ასევე არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა ის გავლენა, რაც ყნოსვის დაკარგვამ მადაზე იქონია. როგორც მოსალოდნელი იყო, ადამიანების ნაწილს ჭამა გაუჭირდა — განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ნორმალური სუნები უსიამოვნო გახდა. ზოგისთვის ეს იმდენად აუტანელი იყო, რომ საკვების უკმარისობის გამო მკვეთრად დაიკლო წონაში.
თუმცა ნაკლებად მოსალოდნელი აღმოჩნდა ის შემთხვევები, როცა ადამიანებმა პირიქით, წონაში მოიმატეს. ასეთებს, როგორც წესი, ანოსმია აწუხებდათ და "არომატს გამოკიდებულნი", იმის იმედად ჭამდნენ მეტს, რომ რაიმეს იგრძნობდნენ. ამ მდგომარეობის გასაგებად "სიამოვნების ციკლში" ნდომასა და მოწონებას შორის განსხვავება უნდა გავაცნობიეროთ.
ნდომა მაშინ ვლინდება, როცა მიზანმიმართულად ცდილობ რაიმეს დაუფლებას. მოწონებას კი მაშინ განიცდი, როცა ეს რაღაც უკვე შენს ხელშია და მისგან სიამოვნებას იღებ. ანოსმიის შემთხვევაში სიამოვნების მიღების ნაწილი ქრება, თუმცა ეს გარემოება ნდომას არ კლავს:
"საკვებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ და ვხედავ, როგორ ვჭამ სულ უფრო მეტს ამ სიამოვნების მიღების იმედად... წონაში იმიტომ ვიმატებ, რომ მუდმივი მოთხოვნილება მაქვს, დავიკმაყოფილო ის, რისი დაკმაყოფილებაც შეუძლებელია".
სუნის როლი ინტიმურ ურთიერთობებში
თუმცა ამ სიმპტომს გავლენა მხოლოდ უშუალოდ საკვების მიღებაზე არ აქვს. იქამდე, სანამ ყნოსვას არ დაკარგავ, ვერ იაზრებ, რამდენადაა დაკავშირებული ჭამა ყოველდღიურ სიამოვნებებთან — განსაკუთრებით კი, სოციალიზაციით მიღებულ განტვირთვასთან:
"მე ჩემს დაკარგულ შეგრძნებებს ვგლოვობ. წარსულს ჩაბარდა ღვინისა და ყველის დაგემოვნების საღამოები ან დაქალებთან ერთად ჯინის კოქტეილებით მოლხენა".
ამაზე კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდა ის გავლენა, რაც გრძნობათა დაკარგვას ინტიმურ ურთიერთობაზე აქვს. კვლევაში მონაწილე მრავალმა ადამიანმა აღწერა მარტოობის ის შეგრძნება, რომელიც მათი პარტნიორების ან შვილების სუნის გრძნობის შეუძლებლობით იყო გამოწვეული. ამ შემთხვევაშიც, სანამ მას არ დაკარგავ, ვერაფრით გააცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ყნოსვა ინტიმური კავშირებისთვის. კიდევ უარეს დღეში აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც პაროსმია დაემართა:
"ჩემი პარტნიორის ბუნებრივი სუნი მის თავს მანდომებდა; ახლა კი ის გულს მირევს".
როგორ უნდა გაუმხილო მსგავსი რამ შენს მეორე ნახევარს?
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალა ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავსა და სამყაროსთანაც. ყნოსვადაკარგულთა ნაწილმა განაცხადა, რომ თავისგან და რეალობისგან გაუცხოება იგრძნო. პაროსმიის მქონეები კი ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყოველდღიურობაში გამუდმებით შემოჭრილმა ამაზრზენმა სუნებმა ამ ადამიანების გარემომცველი სამყარო საშიშ და დამაბნეველ ადგილად აქცია.
ზოგისთვის მსგავსი შეგრძნებითი ცვლილებები, საბედნიეროდ, დროებითი აღმოჩნდა. თუმცა სხვები უკვე თვეებია, რაც ცხოვრების წესის შემცვლელ ამ სიმპტომებს უმკლავდებიან. და, მართალია, არსებობს მტკიცებულება, რომ სხვა მიზეზებით გამოწვეული ყნოსვის დაკარგვის აღდგენას სპეციალური წვრთნა ეხმარება, თუმცა კონკრეტულად COVID-19-ისგან გამოწვეულ ამ მდგომარეობას და მისგან განკურნების მეთოდებს ჯერ კიდევ იკვლევენ.
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
კომენტარები