ამომრჩევლის მოსყიდვა, მუქარა, ძალადობა, იძულება, წინასაარჩევნო დაძაბულობა — საია-ს ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა და იყო ზეწოლის, მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც.
"ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი. იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ფაქტები სრულად გამოიძიოს, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტია, ქართული ოცნების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჯარო სერვისით სარგებლობის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
"საარჩევნო კოდექსით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტების კანდიდატიის მხარდასაჭერად ადმინისტრაიული რესურსის გამოყენება. საია–ს შეფასებით, ყველა მოცემულ შემთხვევაში პარტია ქართულმა ოცნებამ ეს წესი დაარღვია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია, ასევე, ეხმაურება საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების დაზიანების რამდენიმე შემთხვევას. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი ფაქტები გამოვლენილია, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის შემთხვევაშიც. ამავე ანგარიშში საუბარია პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხებზეც.
მათივე ცნობით, პარტიების ნაწილი [ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ევროპული საქართველო] მოსახლეობას ვაქცინაციის უფასო სერვისს სთავაზობდა, რასაც ორგანიზაცია ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს. საია-ში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის სხვა შემთხვევებიც აღირიცხა, რომლებიც ქართულ ოცნებასა და პარტია საქართველოსთვის უკავშირდება.
გარდა ამისა, საიას ანგარიშში მოხვდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ პროდუქტის დარიგების ფაქტებიც.
"წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების მიერ, პირადად ან ვინმეს მეშვეობით, მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. მოცემული შემთხვევები, თუკი ისინი სიმართლეს შეესაბამება, ამ წესის დარღვევისა და მოსყიდვის მაგალითებია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. ანგარიში 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ფარავს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები