საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მდივანი გასამართლებამდე ხანდაზმულთა სახლიდან გაიქცა
ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ყოფილი მდივანი, ირმგარდ ფურხნერი, ხანდაზმულთა სახლიდან მანამდე გაიქცა, სანამ იგი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა.
96 წლის ქალს, რომელმაც ნაცისტებისთვის მუშაობა 18 წლის ასაკში, პოლონეთში დაიწყო, ბანაკის ათასობით პატიმრის დახოცვაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. თუმცა, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი ფრედერიკე მილჰოფერი აცხადებს, ფურხნერის ადგილსამყოფელი უცნობია.
"ხანდაზმულთა სახლი დილაადრიან, ტაქსით დატოვა და მეტროსადგურის მიმართულებით წავიდა", — ამბობს მილჰოფერი.
ფურხნერს ბრალდებას სასამართლოზე მანამდე ვერ წაუყენებენ, სანამ იგი პროცესს არ დაესწრება. აღსანიშნავია, რომ პროცესი არასრულწლოვანთა სასამართლოში იმართება, რადგან დანაშაულის ჩადენისას მისი ასაკი შესაბამისი იყო.
სასამართლოზე ელოდებიან ჰოლოკოსტს გადარჩენილ რამდენიმე პატიმარსაც, რომლებიც მათი გამოცდილების შესახებ ჩვენებას მისცემენ.
ფურხნერს ბრალად ედება 11 412 მკვლელობისა და 18 მკვლელობის მცდელობის საქმეში თანამონაწილეობა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ უცნობია, იცოდა თუ არა კომენდანტის მდივანმა, რა ემართებოდათ ბანაკის პატიმრებს. ასევე "კონკრეტული" მტკიცებულებები, რომ იგი მკვლელობებში მონაწილეობდა, მწირია.
აღსანიშნავია, რომ საქმე ფურხნერის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც 2011 წელს, ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი დარაჯის გასამართლებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულებებზე ყველაა პასუხისმგებელი, მიუხედავად მათი დიდი თუ პატარა წვლილისა. ამ პრეცედენტის შემდეგ, წინა წლებში, სასამართლოს წინაშე ნაცისტური რეჟიმის საქმეებში მონაწილე არაერთი პირი წარდგა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დამნაშავეების გასამართლება ახლა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ეს არის იმ სამართლებრივი ხარვეზის გამოსწორება, რომლის გამოც ნაცისტური რეჟიმის ხელშემწყობი ბევრი პირი არ გასამართლებულა. ამის გათვალისწინებით, ის პირები, რომელთაც ბრალი დღეს წარედგინებათ, მათი ასაკის გამო, ციხეში არ აღმოჩნდებიან.
ფურხნერის პროცესი კი რამდენიმე თვით გადაიდო. მანამდე, ბრანდენბურგის სასამართლოს წინაშე წარდგენა შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ დარაჯს მოუწევს, რომელიც ამჟამად 100 წლისაა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები