ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 20-მდე წარმომადგენელი, რომელიც 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს დააკვირდება, უკვე საქართველოშია. ისინი დღეს ცესკოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. ცესკოს თავჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებითი მნიშვნელობისაა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პანდემიის მიუხედავად შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან.