LIVE: მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. On.ge-ს ჟურნალისიტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე მუშაობს, ნაცემია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნაციონალური მოძრაობის მარნეულის შტაბის უფროსის, გიორგი მუმლაძის ინფორმაციით, ნაცემი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია, რომელმაც ერთ-ერთი ამომრჩეველს არ მისცა საშუალება მეორედ შესულიყო საარჩევო უბანზე. მუმლაძის თქმით, ამ ფაქტის გაპროტესტების გამო ენმ-ს აქტივისტს თავს დაესხა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი.
"კარუსელს შეუშალა ხელი და ამაზე გამწარებული ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავს დაესხა და ფიზიკურად სცემა. გამოვიძახეთ პოლიცია, დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოც.
ეს არის სრული ტერორი — წარმოიდგინეთ ადამიანი იცავს ხმებს და ამ დროს მოდის ზონდერ ჩვეულებრივი, რომელიც ცდილობს, რომ ეს ადამიანი დააშინოს და აქ თავისუფლება მოიპოვოს და რაც უნდათ ის აკეთონ", — განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, რომელმაც მუმლაძეს პროვოკატორი უწოდა და ამტკიცებდა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ ინციდენტი თავიდან ბოლომდე გიორგი მუმლაძის მოწყობილი პროვოკაციაა.
"პირადად მუმლაძემ მოაწყო ეს ინციდენტი. ზოგადად, ეგ ადამიანი არის პროვოკატორი. შემჩნეულია არაერთხელ პროვოკაციების მოწყობაში. ამჯერადაც გააკეთა იგივე — შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური, მათ შორის, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. აი ეს არის სიმართლე და ჩვენი პოზიცია", — უთხრა On.ge-ს ქართული ოცნების პრესსამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი გრძელიშვილმა.
On.ge დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციას უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები