Edison Research-ის ეგზიტპოლით, თბილისში მეორე ტური გაიმართება

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
Edison Research-ის ეგზიტპოლით, თბილისში მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- კახა კალაძე — 43%;
- ნიკა მელია — 39%;
- გიორგი გახარია — 7%;
- ანა დოლიძე — 4%;
- ანა ბიბილაშვილი — 2%;
- გიორგი ლომია — 1%
- რიჩარდ ოგბუნუჯუ — 1%/
რაც შეეხება პარტიულ ნაწილს, ფორმულას ინფორმაციით, ის ამ წუთებში მუშავდება.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული მონაცემები 18:00 საათისაა, ცდომილების ზღვარი თბილისისთვის არის +-3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის თბილისში ჩატარდა 6 783 ინტერვიუ.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებს და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები