ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. უკვე ატვირთული დოკუმენტების ნაწილში დისბალანსია. On.ge გთავაზობთ ექვს სხვადასხვა ოქმს, სადაც არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა კანდიდატებისთვის მიცემული ხმების ჯამს.

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცეს

ოქმებში ცდომილებას გამოეხმაურა ცესკოს წარმომადგენელი, თორნიკე გოგესვანიძე. მისი განმრტებით, არსებობენ ამომრჩევლები, რომლებიც აძლევენ ხმას მხოლოდ პროპორციული და მერის არჩევნებში, თუმცა ვერ აძლევენ ხმას მაჟორიტარული წესით.

"ამიტომ სრულად შესაძლებელია პროპორციულში 101-მა ამომრჩეველმა მისცეს ხმა, მერშიც იგივე რაოდენობამ და პირობითად 15-მა ამომრჩეველმა მისცეს ხმა მაჟორიტარული წესით. თუმცა (!!!!!) მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში (მეხუთე გრაფა) სამივე ოქმში იდენტური მონაცემები შედის, ამიტომაა ეს გაურკვევლობა!
ნუ შეცდებით და ნუ დაუჯერებთ მცდარ ინფორმაციას", — წერს გოგესვანიძე.

განახლება: ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოქმებში დისბალანსის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყების განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორციულ სიას და არა მაჟორიტარულს. ცესკოში ამბობენ, რომ ვრცელდება კოვიდ და პენიტენციურ დაწესესებულებაში შექმნილი სპეციალური უბნების შემაჯამებელი ოქმები.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.