დათვლილია ხმების 100%: მარნეული, აბაშა და კიდევ რამდენიმე თვითმართველი თემი, სადაც ოცნების კანდიდატები იგებენ
ცესკოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რამდენიმე თვითმართველ თემში უბნების 100% დათვალეს. ყველა ასეთ თემში დიდი სხვაობით ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.
გთავაზობთ 10:00 საათისთვის გამოქვეყნებულ თვითმართველი თემების შედეგებს:
- აბაშაში 54,31%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გაბელია;
- ამბროლაურში 59,53%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ზვიად მხეიძე;
- ლენტეხში 78,93%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი გია ონიანი;
- მარნეულში 68,19%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი კენან ომაროვი;
- ნინოწმინდა 82,53%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ანივარდ მოსოიან;
- წალკაში 55,86%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ილია საბაძე;
- ხულოში 54,26%-ი იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ვახტანგ ბერიძე.
ხმების 100%-ის დათვლა საბოლოო შედეგებს არ ნიშნავს, რადგან დარღვევების გამო შეტანილ საჩივრებს, შესაძლოა, ზოგიერთი უბნის მონაცემების გაბათილება ან შეცვლა მოჰყვეს, რაც აისახება გამოქვეყნებულ მონაცემებზე. საბოლოო შედეგებს ცესკო საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".
"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები