ცოტნე კობერიძე

3 Oct. 2021, 11:35

ქართული ოცნება არის რეჟიმი, რეჟიმს ჰყავს საკუთრი პარტაქტივი, საჯარო სექტორში დასაქმებული ჯარი, უამრავი რესურსი. ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცნაირად ამომრჩევლები მიდიან, მათ შორის ეგზიტპოლების მიმართებაშიც კი სრულიად დასაშვებია, რომ საკუთარ გულწრფელ არჩევანს არ ასახელებენ, იციან რა საფრთხეებს შეიცავს მათი პოზიციის არსებობა, მაგრამ ბიულეტენთან ის ადამიანები, ასე თუ ისე საკუთარ გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ხშირად ხდება ისე, რომ ქართული ოცნებისთვის მოწყობილი სცენები, ხდება დასანგრევი, იმიტომ რომ საზეიმოდ ხვდებიან, რომ მათ საქმე არ აქვთ და უწბილდებათ ხოლმე ის დახარჯული თანხა, ის მობილიზებული რესურსები არ აძლევთ მათ იმ შედეგებს, რაც სიმშვიდის საშუალებას მისცემთ. შესაბამისად, უკვე მიჩვეულები ვართ, რომ ხაინდრავა მივა, ყვავილებს აჩუქებს და მერე მოწყენილები იქნებიან. გუშინდელი დღეც რაღაც მსგავსი იყო — დილით ზეიმისთვის ემზადებიან და ახლა მათი ბაქი-ბუქი აღარ ისმის.

ასე შეაფასა ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ცოტნე კობერიძემ ის, რომ ქართულმა ოცნებამ გამარჯვება ეგზიტპლოლების შემდეგ, ცესკოს შედეგების გამოქვეყნებამდე იზეიმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა

ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის, დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა,…