ქართველი მხატვარი, მამუკა კაპანაძე შვეიცარიაში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
შვეიცარიაში ხელოვნების რიგით 23-ე საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად მიიჩნევა და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ხელოვანები იღებენ მონაწილეობას. წელს მათ შორის შვეიცარიაში მოღვაწე ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი მხატვარი, მამუკა კაპანაძეც აღმოჩნდა.
მამუკა, რომელიც ამ ღონისძიებაში უკვე მეორედ მონაწილეობს, წელს ახალი კონცეფციითაა წარმოდგენილი — ტრანსცენდენტული. კონცეფციამ დამთვარიელებლის დიდი ინტერესი და მოწონებაც დაიმსახურა.
2 ოქტომბერს ღონიძიებას საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძე და, მასთან ერთად, საელჩოს დელეგაცია ესტუმრა. საელჩოს წარმომადგენლებმა მამუკა კაპანაძის საგამოფენო სივრცე მოინახულეს და მისი ნამუშევრები დაათვალიერეს, რის შემდეგაც მას წარმატებები უსურვეს და სამომავლო მხარდაჭერასაც დაპირდნენ.
მამუკა კაპანაძე 1979 წელს დაიბადა. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მხატვარმა მონაწილეობა არაერთ სოლო თუ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო. იგი ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქართული ეკლესიის ფრესკების შექმნაშიც.
"თავის პეიზაჟებსა და ნატურმორტებში მხატვარი იყენებს მკაფიო კონტურებსაც და ძლიერ მონასმებს, რათა ისეთ შეკრულ და მოწესრიგებულ ამბავს მოჰყვეს, რომელსაც დამთვალიერებელი ყოველ შეხედვაზე ხელახლა აღმოაჩენს", — ვკითხულობთ გამოფენის გვერდზე, — "ამჟამად იგი უმეტესად მუშაობს მიქსმედიისა და სხვა რამდენიმე აბსტრაქტულ სტილში, როგორიცაა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და ლირიკული აბსტრაქცია".
მამუკას ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინახება სხვადასხვა კერძო და საჯარო კოლექციაში, მათ შორის, საქართველოს საელჩოშიც შვეიცარიაში.
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 3 ოქტომბერს, შვეიცარიის დროით 18:00-ზე დასრულდება.
უფრო მეტ დეტალს ღონისძიებისა და მონაწილის შესახებ მხატვრის ფეისბუქგვერდზე და გამოფენის ონლაინკატალოგიდან შეიტყობთ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები