"კარუსელი", აგიტაცია, მუქარა, ფიზიკური ძალადობა — HRC არჩევნებს აფასებს
აგიტაცია, ზეწოლა, მუქარა, ფიზიკური ძალადობა — ეს არჩევნებზე გამოვლენილი იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტები, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.
"სერიოზული პრობლემებით მიმდინარეობდა როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლა ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაფიქსირებული დარღვევების და საჩივრების ნახევარზე მეტი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საარჩევნო უბნებს ეხება — 16 საჩივარი; 32 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში; და 4 საჩივარი საოლქო კომისიაში", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ უბნის კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ მათ დამკვირვებელზე, ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. მათივე თქმით, არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას "თითების დამტვრევით" ემუქრებოდნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომისიის თავმჯდომარე მათ დამკვირვებელ ფიზიკურად შეეხეო, ხელი კრა და კედელს მიანარცხა.
"დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა. ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის
ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციითაა გამოწვეული.
"კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი — კონფლიქტები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე იდენტიფიცირებული დარღვევების თაობაზე რეგისტრირებული საჩივრები ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიებს წარუდგინა. ორგანიზაცია მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიებს და ცესკოს, ობიექტურად, მიუკერძოებლად განიხილონ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები.
სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია სასამართლოსაც მიმართავს სარჩელებით, რათა არც ერთი დარღვევა არ დარჩეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე.
"არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანია, კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებსა და ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული ობიექტური გადაწყვეტილებები და გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრში აღნიშნავენ იმასაც, რომ კენჭისყრის დასრულებისას იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც მონიტორინგს ახორციელებდნენ, დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, როგორიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
ორგანიზაციის 51 დამკვირვებელი არჩევნებს საქართველოს 3 რეგიონში, კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში აკვირდებოდა.
კანონმდებლობის მიხედვით მეორე ტური პირველი ტურიდან 4 კვირაში, ანუ 30 ოქტომბერს გაიმართება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები